გორის რესტორანში პოლიციელს დანა კისერში ჩაარტყეს

გორის რესტორანში პოლიციელს დანა კისერში ჩაარტყეს

გორის შს სამმართველოს თანამშრომელ ლაშა ქირიას კისრის არეში დანა ჩაარტყეს. შემთხვევა 8 თებერვალს, ღამით, რესტორან "მზიურში" მოხდა. პოლიციელი ნასვამი ახალგაზრდების გასაშველებლად მივიდა და ის ერთ-ერთმა ახალგაზრდამ გაშველების დროს დაჭრა.

აღნიშნულ ინციდენტზე გორის პროკურატურამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელის მიმართ ძალადობას და მუქარას გულისხმობს. ეჭვმიტანილი 18 წლის ნიკოლოზ გ. მეორე დღეს, 9 თებერვალს დააკავეს და აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პროკურორ ია მეფარიშვილის განცხადებით, დანა ყურთან ახლოსაა ჩარტყმული, რამაც შესაძლოა, სმენის დაკარგვა გამოიწვიოს და ამ შემთხვევაში ბრალდებულს შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს. პროკურორის ინფორმაციით, 18 წლის ახალგაზრდა ინციდენტის მომენტში, გირაოს, 3000 ლარის სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული. თუმცა, პროკურორის თქმით, გირაოს თანხა ჯერ გადახდილი არ ჰქონდა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ