ე.წ. კანონიერი ქურდის, ტარიელ ფოცხვერიას პროცესზე დაპირისპირება მოხდა

ე.წ. კანონიერი ქურდის, ტარიელ ფოცხვერიას პროცესზე დაპირისპირება მოხდა

ე.წ. კანონიერი ქურდობის ბრალდებით დაკავებულ ტარიელ ფოცხვერიას სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადებას სასამართლო დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

განაჩენის გამოცხადებისას ერთ-ერთმა ბრალდებულმა ილია სახელაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პროკურორს, რასაც დარბაზში დაპირისპირება და ხმაური მოყვა. ბრალდებულების ახლობლები დარბაზიდან მანდატურის სამსახურმა გაიყვანა. ინცინდენტის შემდეგ მოსამართლემ სხდომა დახურა და მალევე დაასრულა.

მოსამართლე დალი მეტრეველმა ფოცხვერიასთან ერთად ბრალდებულ სამ პირს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებით მხოლოდ ერთი ბრალდებული გათავისუფლდა დარბაზიდან.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ