"პა­ტა­რე­ბი დი­დე­ბის ლო­თო­ბას უყუ­რე­ბენ"

"პა­ტა­რე­ბი დი­დე­ბის ლო­თო­ბას უყუ­რე­ბენ"

ვა­კის პარ­კ­ში ტყის გა­ჩეხ­ვის და იქ სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი არ წყდე­ბა, თუმ­ცა თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ სას­ტუმ­რო მა­ინც აშენ­დე­ბა. ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი მუ­სი­კოს რო­ბი კუ­ხი­ა­ნი­ძეს ვთხო­ვეთ:

- რაც ვა­კის პარ­კ­ში ხდე­ბა, ძა­ლი­ან ცუ­დია, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როა, რომ მხო­ლოდ ამ კონ­კ­რე­ტულ ად­გილ­ზეა ლა­პა­რა­კი, ასე­თი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბაა თბი­ლი­სის სხვა უბ­ნებ­შიც.

- ამ­ბო­ბენ, ამ მშე­ნებ­ლო­ბით გი­გი უგუ­ლა­ვას ქვის­ლი ყო­ფი­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რო­გორ ფიქ­რობთ, რომ არა ეს ფაქ­ტო­რი, გას­ცემ­და მე­რია მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თ­ვას?

- სამ­წუ­ხა­როდ, ასეა - ყვე­ლა მთავ­რო­ბა "პა­დერ­ჟ­კა­საც" და დახ­მა­რე­ბის ხელ­საც მხო­ლოდ თა­ვი­სი­ა­ნებს უწ­ვ­დის. აშე­ნე­ბა კი არა, თუ მო­ი­სურ­ვე­ბენ, აშე­ნე­ბულ­საც და­ან­გ­რე­ვენ (ა­მის მა­გა­ლი­თე­ბიც გვახ­სოვს)... 47 წლის ვარ და აქამ­დე სულ ასე ხდე­ბო­და. ერ­თი ტყის გა­ჩეხ­ვა კი არა, მთელ სა­ქარ­თ­ვე­ლოს წვავ­დ­ნენ და რას არ სჩა­დი­ოდ­ნენ. თუ ამ მშე­ნებ­ლო­ბა­ში მარ­თ­ლა უგუ­ლა­ვას ქვის­ლია ჩა­რე­უ­ლი, კი­დევ უფ­რო ცუ­დია, ასე ლო­ბი­რე­ბით რომ ხდე­ბა ასე­თი ად­გი­ლე­ბის გა­ჩეხ­ვა. რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, ვი­სია ეს მშე­ნე­ბე­ლო­ბა, ვი­სიც არ უნ­და იყოს, აუცი­ლებ­ლად პა­სუ­ხი უნ­და აგოს ამ­ხე­ლა უზ­ნე­ო­ბა­ზე. იმ ტყე­ში სას­ტუმ­როს ჩაკ­ვე­ხე­ბა ბარ­ბა­რო­სო­ბაა. შე­იძ­ლე­ბა მე­რე სას­ტუმ­როს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ამ­წ­ვა­ნო, მაგ­რამ იმ ფუნ­ქ­ცი­ას და­კარ­გავს, რაც მას ბუ­ნებ­რი­ვად ჰქონ­და: ახ­ლო­მახ­ლო პა­ტა­რა ბავ­შ­ვი ვე­ღარ დაჯ­დე­ბა და ვერც მშო­ბე­ლი ივ­ლის თა­ვი­სუფ­ლად... შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას სას­ტუმ­როს ახ­ლოს ნარ­დის ან დო­მი­ნოს თა­მა­ში არ მო­უ­ვი­დეს თვალ­ში და ესეც აუკ­რ­ძა­ლოს ხალხს. მე­რე, ვი­თომ­და ბავ­შ­ვე­ბის ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, კი­დევ რა­ღაც ობი­ექტს ააშე­ნე­ბენ და იქ­ვე სას­ტუმ­როს რეს­ტო­რან­ში დი­დე­ბი იქე­ი­ფე­ბენ, პა­ტა­რებ­მა კი მათ ლო­თო­ბას უნ­და უყუ­რონ. ბავ­შ­ვებს ერო­ტი­კუ­ლი კად­რე­ბის ყუ­რე­ბას უკ­რ­ძა­ლა­ვენ, მაგ­რამ იქ უფ­რო უარე­სე­ბი მოხ­დე­ბა, რად­გან ზო­გა­დად სას­ტუმ­როს ასე­თი დატ­ვირ­თ­ვა აქვს. ისე, მე რაც ვნა­ხე და წა­ვი­კითხე, ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ მთავ­რო­ბა რა­ტომ­ღაც ერი­დე­ბა ამ საქ­მე­ში ჩა­რე­ვას. ეტყო­ბა, უფ­რო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით უნ­დათ მე­რი­ას შე­უ­ტი­ონ.

ესაუბრა ლადო გოგოლაძე

გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია