რა­ტომ ვერ იყე­ნებს სა­ქარ­თ­ვე­ლო მზის ენერ­გი­ას

რა­ტომ ვერ იყე­ნებს სა­ქარ­თ­ვე­ლო მზის ენერ­გი­ას

რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მზის ენერ­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა და რა უშ­ლის ხელს ამ სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბას? - ამ შე­კითხ­ვებ­ზე გვი­პა­სუ­ხებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის მო­ად­გი­ლე თე­მურ მა­ი­სუ­რა­ძე, რო­მე­ლიც ამა­ვე დროს პარ­ლა­მენ­ტ­თან არ­სე­ბუ­ლი ინო­ვა­ცი­ა­თა საბ­ჭოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რეც გახ­ლავთ.

- ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მდი­და­რია წყლის რე­სურ­სით, წყლის ენერ­გია კი ყვე­ლა­ზე იაფი და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია. გარ­და ამი­სა, მზის ენერ­გი­ის მოპოვებას აქვს მე­ო­რე მი­ნუ­სიც: ამ ენერ­გი­ის მო­პო­ვე­ბას შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რის ტე­რი­ტო­რია დას­ჭირ­დეს, რაც ასე­ვე უარ­ყო­ფი­თი მხა­რეა. მაგ­რამ არ­სე­ბობს ად­გი­ლე­ბი, მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბი, სა­დაც მზის ენერ­გია მარ­თ­ლაც ფას­და­უ­დე­ბე­ლი და ძა­ლი­ან მო­ხერ­ხე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. მთა­ში და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქ­ტე­ბი ცო­ტაა, მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არც ისე დი­დია და იქ ძა­ლი­ან კარ­გად შე­იძ­ლე­ბა რო­გორც ქა­რის, ასე­ვე მზის ენერ­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა. ეს არის ფაქ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ: ანუ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც მზის ენერ­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა მარ­თ­ლაც ფას­და­უ­დე­ბე­ლია, მაგ­რამ არის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც უფ­რო იაფი ენერ­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა - მა­გა­ლი­თად, წყლის. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მზის ენერ­გია წყალს კონ­კუ­რენ­ცი­ას ვერ გა­უ­წევს. თუმ­ცა თუ მზის ენერ­გი­ას გა­მო­ვი­ყე­ნებთ, მა­გა­ლი­თად, წყლის გა­სათ­ბო­ბად, ეს უკ­ვე სულ სხვა თე­მაა. მზის ენერ­გი­ით წყლის გა­მაცხე­ლე­ბე­ლი - ეს არის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს წლის ნე­ბის­მი­ერ დროს და უზ­რუნ­ველ­ყოფს ცხე­ლი წყლის მო­წო­დე­ბას 40° ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზეც კი. ამ სის­ტე­მის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს დავ­ზო­გოთ ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გია, გა­ზი, შე­შა და ა.შ… სა­ერ­თოდ, ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გი­ის წარ­მო­ე­ბა მზის ენერ­გი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით საკ­მა­ოდ ძვი­რი ჯდე­ბა, მაგ­რამ თუ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა მზის ენერ­გი­ის მი­ღე­ბაც გა­ი­აფ­დეს და სი­ტუ­ა­ცი­აც ძი­რე­უ­ლად შე­იც­ვა­ლოს. ასე რომ, ეს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და დრო­ის პრობ­ლე­მაა. თუ იქ­ნე­ბა რე­სურ­სი, რომ ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის წყა­ლო­ბით ამ ენერ­გი­ის მო­პო­ვე­ბა გა­ი­აფ­დეს, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა ეს ძა­ლი­ან მომ­გე­ბი­ა­ნი და კარ­გი დარ­გი გახ­დეს.

- კი­დევ რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს მზის ენერ­გი­ას?

- პირ­ვე­ლი - მზის ენერ­გი­ის მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია, ის თვი­თონ უვ­ლის თა­ვის მოწყო­ბი­ლო­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, ზედ­მე­ტი და­ნა­ხარ­ჯე­ბი აღა­რა აქვს. შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე ოჯა­ხი გა­ერ­თი­ან­დეს და ერ­თად შე­ი­ძი­ნოს ეს მოწყო­ბი­ლო­ბა და რაც მთა­ვა­რია, ამ დროს არ გვჭირ­დე­ბა მა­ღა­ლი ძაბ­ვის ხა­ზე­ბის გაყ­ვა­ნა, ტრან­ს­ფორ­მა­ტო­რე­ბი და ა.შ… თუმ­ცა, ის 5 ათა­სი დო­ლა­რი, რო­მე­ლიც მზის ბა­ტა­რე­ებ­სა და მთე­ლი ამ და­ნად­გა­რის აწყო­ბას სჭირ­დე­ბა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბევრ ოჯახს არა აქვს. ამი­ტო­მაც ვამ­ბობ: ეს მო­მავ­ლის სფე­როა - წლე­ბის შემ­დეგ, თუ ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი შე­იქ­მ­ნე­ბა და მზის ენერ­გი­ის მო­პო­ვე­ბაც გა­ი­აფ­დე­ბა, ის აუცი­ლებ­ლად გახ­დე­ბა ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო წყა­რო.

ხათუნა ჩიგოგიძე

გაზეთი "ყველა სიახლე"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია