20 წლამდე ახალგაზრდა 100 ლარის გამო მოკლეს? - მკვლელობის ახალი დეტალები

20 წლამდე ახალგაზრდა 100 ლარის გამო მოკლეს? - მკვლელობის ახალი დეტალები

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში 20 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, 100 ლარის გამო მოკლეს. "ინტერპრესნიუსისთვის" ზაზიაშვილის, ყოფილი მონტინის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

ერთ-ერთი ვერსიით, ზ. ო.-მ "ჯოკერში" 100 ლარი წააგო, თუმცა თანხა არ ჰქონდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილმა დ. გ.-მ კი, რომელიც სავარაუდოდ ნარკოტიკების მომხმარებელია, მოგებული თანხა კატეგორიულად მოითხოვა.

იმის გამო, რომ ზ. ო.-ს 100 ლარი არ ჰქონდა, დ. გ.-მ მას სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობები მიყენებული აქვს როგორც ცეცხლსასროლი, ისე ცივი იარაღით.

ზაზიაშვილის, ყოფილი მონტინის ქუჩაზე 20 წლამდე ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტი "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მათივე თქმით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ამასთან, სამინისტროსთვის უკვე ცნობილია მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა და მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ