გიორგი ვაშაძე - "ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველობის პროცესს სამართალდამცავები დაუპირისპირა

გიორგი ვაშაძე - "ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველობის პროცესს სამართალდამცავები დაუპირისპირა

"ნაციონალური მოძრობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესს სამართალდამცავი ორგანოები დაუპირისპირა.

როგორც გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, შესაბამისად ყველა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, მათ შორის "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო მზადება და ისინი ატარებენ შიდა არჩევნებს, პრაიმერებს.

"სამწუხაროდ, ამ პროცესს "ქართულმა ოცნებამ" დაუპირისპირა სამართალდამცავი ორგანოები და პოლიტიკური რეპრესიების ახალი ტალღა, ადგილობრივი ლიდერების წინააღმდეგ.

კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ამ პროცესში მონაწილეობენ კონკრეტული მოსამართლეები, ქუთაისის სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშვილი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მალხაზ გურული. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ცხრა თვის წინ ვსაუბრობდით ამ მოსამართლეების მხრიდან ხელისუფლების დაკვეთის შესრულებაზე, როცა იხილებოდა ვანო მერაბიშვილის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი. მაშინ ხელისუფლებამ საქმე ხელოვნურად გადაიტანა ქუთაისში, რადგნ მათ ჰქონდათ გარანტია წინასწარი პატიმრობის შეფარდების.

გუშინ იმავე ახალბედაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ხონის რაიონის გამგებელს ზურაბ ჯიბუხაიას და გამგებილს მოადგილეს მერაბ ჭელიძეს. ბრალდება სრულიად აბსურდულია, ეხება ოთხი წლის წინ 12 ათასი ლარის ღირებულების შეშის დარიგებას სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. ბრალდების შინაარსიდანაც ნათლად სჩანს, რომ ეს არის მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორება.

პარალელურად იმავე დღეს დააკავეს ახლად არჩეული დუშეთის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიციის თავმჯდომარე ზურაბ ოტიაშვილი. მას დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე პარლამენტის წევრი ირაკლი ტრიპოლსკი დაემუქრა, რომ შეუქმნიდა პრობლემებს თუ თავს არ დაანებებდა "ნაციონალური მოძრაობის" სახელით აქტივობებს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, გასულ წელს არჩილ კბილაშვილმა განაცხადა პროკურატურის ახალი სტანდარტის შესახებ, რომ ე.წ. თეთრი საყელოს დანაშაულებთან (სამოხელეო და ფინანსური) დაკავშირებით პროკურატურა აღარ მოითხოვდა წინასწარ პატიმრობას.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ეს განცხადება არაერთხელ გაიმეორა ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა.

"მიუხედავად ამისა, მაინც მოითხოვეს წინასწარი პატიმრობა, რაც სასამართლომაც დაუკმაყოფილა და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათი მიზანი იყო არა დანაშაულზე რეაგირება არამედ პოლიტიკური დევნა.

აქვე გვინდა განვაცხადოთ, რომ ხონის მოქმედი გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ოტიაშვილი იღებდნენ მონაწილეობას პრაიმერში და დიდი ალბათობით სწორედ ისინი უნდა ყოფილიყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები ხონის და დუშეთის რაიონების გამგებლის არჩევნებში.

ამასთან 2012 წლის 1 ოქტომბირის შემდეგ თითქმის ყველა რაიონში დაიწყო ანალოგიური პროცესები, როდესაც ადგილობრივი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ლიდერების მიმართ მასობრივად დაიწყეს გამოძიებები და საქმე წყდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი შეწყეტდნენ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერას.

ნათელია, რომ გრძელდება ხელისუფლების კამპანია მთავარი ოპოზიციური ძალის განადგურების მიზნით, ამ ამოცანის თაობაზე არაერთხელ ღიად განაცხადა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა და სულ ცოტა ხნის წინ პრემირ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მოვუწოდებთ ყველა მოსამართლეს, არ გახდნენ ამ პოლიტიკური კამპანიის ინსტრუმენტი", - დასძინა ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა