"ეგებ აკრედიტაცია მაინც არ მიანიჭონ" - ნინო კალანდაძე სკანდალური რაიან გრისტის შესახებ

"ეგებ აკრედიტაცია მაინც არ მიანიჭონ" - ნინო კალანდაძე სკანდალური რაიან გრისტის შესახებ

სააკაშვილის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნინო კალანდაძე ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ რაიან გრისტის დანიშვნას ეხმაურება. ამ საკითხთან დაკავშირებით კალანდაძე პოსტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს.

"1% იანი ალბათობაც კი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და შესაბამისად საქართველოს მთავრობას არ ცოდნოდა კანდიდატის ვინაობა, რომელსაც ევროკავშირი საქართველოში თავისი სადამკვირვებლო მისიის ერთერთ წამყვან პოსტზე მოიაზრებდა. უფრო მეტიც, ევროკავშირი საქართველოს მთავრობასთან წინასწარი კონსულტაციებისა და მინიმუმ მისი არაფორმალური თანხმობის გარეშე კანდიდატს საერთოდ ვერ და არ წარადგენდა. ბატონი გრისტის დანიშვნა ევროკავშირის მიერ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არა მხოლოდ ეფექტური წინააღმდეგობა არ გაუწევია წინასწარი მოლაპარაკების გზით, (რაც არის მიღებული პრაქტიკა დიპლომატიაში თავიდან აირიდო ქვეყნისთვის არასასურველი კანდიდატის დანიშვნა გახმურების გარეშე პარტნიორი ქვეყნისა თუ საერთაშორისო თანამეგობრობის პატივისცემის ნიშნად), არამედ მას მინიმუმ კონკლუდენტური, ანუ მდუმარე თანხმობა აქვს მიცემული ამ კანდიდატის წარდგენაზე. თუ მაინც წარმოუდგენელ უცნაურობას ქონდა ადგილი და საგარეო საქმეთა სამინისტროს "გამოეპარა" თუ ვისთან გვქონდა საქმე ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უშიშროების სამსახურებს მაინც უნდა მიეღოთ შესაბამისი ზომები. და თუ მათაც "გამოეპარათ", ყველაზე გვიან დღეს ხომ იციან სიმართლე და ეგებ აკრედიტაცია მაინც არ მიანიჭონ ამ "კეთილშობილ" ადამიანს და "პროფესიონალ" დიპლომატს (თუ იგი აგრემანს საჭიროებს) და/ან მეგობრულდ გააწვევინონ მისი კანდიდატურა ჩვენს პარტნიორებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ...", - წერს კალანდაძე.

"მსოფლიოს ვეტყვი სიმართლეს იმის შესახებ, როგორ დაესხა საქართველოს შეიარაღებული ძალები თავს მშვიდობიან ცხინვალს" - ამ სიტყვების ავტორი საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ დაინიშნა. რაიან გრისტის 2008 წელს, ომის დროს საქართველოში ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ხოლო ახლა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის პოსტს იკავებს.

გრისტი 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყების შემდეგ სკანდალში გაეხვა. 2008 წლის 6 ნოემბერს "The New York Times"-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმად, რაიან გრისტიმ განაცხადა: "ნათელი იყო, რომ თავდასხმა იყო აბსოლუტურად განურჩეველი და არაპროპორციული, თუ, რა თქმა უნდა, რაიმე პროვოკაციას არ ჰქონდა ადგილი, ჩემი აზრით, ეს იყო განურჩეველი თავდასხმა ქალაქზე".

გამოცემა წერს, რომ აგვისტოში ბატონმა გრისტმა დიპლომატებისთვის საინფორმაციო ბრიფინგი გამართა და გაურკვეველ ვითარებებში თანამდებობა დატოვა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა