"კოლხეთის სამეფოს "აფხაზთა სამეფო" ეწოდებოდა და მას აფხაზები მართავდნენ..." – აფხაზი ისტორიკოსის "სიმართლე"

  "კოლხეთის სამეფოს "აფხაზთა სამეფო" ეწოდებოდა და მას აფხაზები მართავდნენ..." – აფხაზი ისტორიკოსის "სიმართლე"

სოჭის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე ნაჩვენებ პრომო ვიდეორგოლს "მითი არგონავტებზე", ქართული საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ქართველმა ისტორიკოსებმა "ოქროს საწმისი" სოჭთან ვერაფრით დააკავშირეს. თუმცა, აფხაზი ისტორიკოსის სურამ საკანიას თქმით, ლეგენდა "არგონავტებზე" პირდაპირ კავშირშია "ანტიკურ აფხაზეთთან"...

- ჩვენ შეჩვეული ვართ ქართული მხრიდან მსგავს პოზიციას, - ვერ გამირკვევია, მათ კვალიფიციური ანალიზის გაკეთებაში პროფესიონალიზმი არ ჰყოფნით თუ როგორც ჩვევიათ, ისტორიის ფალსიფიკაცია არ ეზარებათ. არადა, არაერთ ბერძნულ წყაროშია ნათლად არის ახსნილი, რომ ბერძნული კოლონიზაციის დროს, შავი ზღვის, კოლხეთის დაბლობი, აფხაზეთის საზღვრებს მოიცავდა. არგონავტები სწორედ შავი ზღვით შემოვიდნენ ამ ტერიტორიაზე...

- არგონავტები მდინარე ფაზისით შემოვიდნენ კოლხეთის ტერიტორიაზე, კოლხეთის სამეფო სწორედ იქ იყო განლაგებული...

- ასეთი მიკერძოებულმა ისტორიამ სიკეთე ვერასდროს მოგვიტანა, პირიქით... ეს თქვენი, ქართული ვერსიით, თუმცა ასეც რომ ყოფილიყო, ბერძნულ წყაროებში გვხდება აფხაზური ტოპონიმები, - გიენოსი, - ანუ დღევანდელი ოჩამჩირე. დიოსკურიადა, - სოხუმი... ცნობისთვის, "ოქროს საწმისთან" დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია არსებობს, მათ შორის, კავკასიურიც, რომლის მიხედვითაც, არგონავტებს, "ოქროს საწმისი" გრძნეული მედეას დახმარებით კი არ მოუპარავთ, არამედ, მას შემდეგ, რაც კოლხეთის დაბლობზე დამკვიდრდნენ, ადგილობრივ ტრადიციებს გაეცნენ და თავად დაიწყეს ოქროს შეგროვება ცხვრის ტყავით...

- ეს რაღაც ექსკლუზიური ვერსიაა...

- ძნელია, ცალსახა, სწორხაზოვანი ქართული ისტორიის შემდეგ, სადაც ყველაფერი დიდებული მხოლოდ ქართველებმა შექმნეს, გასხვავებული ვერსიის მოსმენა. ბერძნული კოლონიები, კოლხეთის დაბლობზე სრული დამოუკიდებლობით სარგებლობდნენ. მათ თავიანთი კონსტიტუციური წყობა და მართვის სტილი ჰქონდათ, რითაც თავად კოლხეთის სამეფოს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს, ვინაიდან სახელმწიფოებრივი განვითარების ბევრად უფრო მაღალ დონეზე იყვნენ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია