რუსეთში დაპატიმრებულ თბილისელ ჯადოქარს სერიული მკვლელობებისთვის ასამართლებენ

რუსეთში დაპატიმრებულ თბილისელ ჯადოქარს სერიული მკვლელობებისთვის ასამართლებენ

მოსკოვში უკვე დაიწყო სასამართლო პროცესი, რომელზეც განიხილავენ თბილისელი ექსტრასენსის გოშა მარტიროსიანის საქმეს - გოშა-ჯადოქარი სერიული მკვლელი აღმოჩნდა, რომელიც მოდელ გოგონებს ნარკოტიკებით აბრუებდა და კლავდა.

როგორც კი მარტიროსიანს ხელბორკილები მოხსნეს, მაშინვე აყვირდა: ''მე მხოლოდ ვიწექი ჩემს პაციენტებთან. ნუთუ ეს დანაშაულია?''

ძიების ვერსიით, ამ ადამიანის სინდისზე მინიმუმ სამი მკვლელობაა. მარტიროსიანი 43 წლისაა. თბილისში დაიბადა და ბავშვობის წლებიც აქ გაატარა. სპეციალობით მზარეულია. თუმცა ორჯერ არის გასამართლებული ხულიგნობისთვის. 1999 წელს გადაწყვიტა, ''ჯადოქრად'' გაესაღებინა თავი. წაიკითხა წიგნები მაგიურ რიტუალებზე, თავი ექსტრასენსად წარმოიდგინა და გაცნობის საიტებზე მალე გაჩნდა ''გოშა ჯადოქრის'' გვერდი.

- ჯადოს მოხსნა, კარმის გაწმენდა - ამ ტრადიციულ რიტუალებს ასრულებდა, - ამბობენ მოსკოველი გამომძიებლები, - იყო უფრო უცნაური შემთხვევებიც. მაგალითად, გოგოები რომელიმე ტაძარში მიჰყავდა, აიძულებდა სანთლები აენთოთ, მერე კი მსხვერპლშეწირვას ატარებდა - ტყეში ცხვარს კლავდა. როგორ შეიძლება ამ ყველაფრის შეთავსება? მაგრამ გოგონები კმაყოფილები იყვნენ. მკერდზე სანთლის ნაღვენთებს აწვეთებდა, რაღაც ლოცვებს წარმოთქვამდა... და მათაც სჯეროდათ, რომ ამიერიდან მათ ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვლებოდა.

წარმატება მალე ეწვია. თავიდან პატარა ბინა ჰქონდა ნაქირავები, მერე კი ორსართულიან სახლში გადაიტანა ოფისი. ეზოში პატარა აბანოც ჰქონდა - ესეც კარმის გასასუფთავებლად, თოვლზე შიშვლად სირბილისთვის. მერე? თვითონვე აღიარებს, რომ საქმე ინტიმამდეც მიდიოდა. არადა, მაგს ცოლი და ერთი შვილიც ჰყავს.

ახალგაზრდა გოგონები, რომლებიც პროვინციებიდან იყვნენ ჩამოსული მოსკოვში, გოშას მთავარი კლიენტები იყვნენ. პოდიუმების დასაპყრობად ჩამოსულთ ხშირად არ უმართლებდათ. ვერც მდიდარ ქმარს თუ საყვარელს პოულობდნენ იოლად.

მარტიროსიანი კი ყველაფერს ჰპირდებოდა, მხოლოდ და მხოლოდ მაგიური რიტუალებით. კარგი ფსიქოლოგიც იყო და იოლად აჯერებდა გოგონებს. ისინიც ემეგობრებოდნენ, მირბოდნენ მასთან აურის გასაუმჯობესებლად და სხვებსაც ურჩევდნენ.

- ორმოცი-ორმოცდაათი კლიენტი ჰყავდა, - ამბობს მარტიროსიანის ადვოკატი, - მათ შორის ცნობილი მომღერლებიც იყვნენ. გვინდოდა, რომ ისინი მოგვეყვანა სასამართლოზე, მისი სიმართლის დასამტკიცებლად, მაგრამ უარი გვითხრეს.

მარტიროსიანი კარგ ფულს შოულობდა. სეანსი დაახლოებით 200 დოლარი ღირდა. თავის ცოლ-შვილს კარგად აცხოვრებდა, თვითონ ''ბეემვე''-თი დადიოდა. ხშირად მიდიოდა დასასვენებლადაც და შესანიშნავად ცხოვრობდა. მაგრამ რატომ დაიწყო გოგონების დახოცვა? ეს მის ამბავში მთავარი შეკითხვაა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ