ბლოგი, სადაც ჩურჩხელა, ხაჭაპური და ხინკალი რუსულ დელიკატესებად მოიხსენიებოდა, გააუქმეს

ბლოგი, სადაც ჩურჩხელა, ხაჭაპური და ხინკალი რუსულ დელიკატესებად მოიხსენიებოდა, გააუქმეს

ბლოგი, სადაც ჩურჩხელა, ხაჭაპური და ხინკალი რუსულ დელიკატესებად იყო მოხსენიებული, გაუქმებულია.

"რუსული დელიკატესები: ჩურჩხელა, ხაჭაპური და ხინკალი", - სწორედ ასეთი წარწერა ამშვენებდა ამერიკული ტანსაცმლისა და აქსესუარების რითეილერის American Eagle Outfitters-ის ვებგვერდის ერთ-ერთ ბლოგზე ტურისტებისთვის განთავსებულ ინფორმაციას სოჭის შესახებ.

"60-70-80-იან წლებში სოჭი ძალიან პოპულარული კურორტი იყო და რუსეთის მოსახლეობის 40%-ზე მეტი ერთხელ მაინც იყო იქ ნამყოფი. სოჭში ყოფნისას, შეგიძლიათ დააგემოვნოთ სოჭის განთქმული ჩებურეკი, ხაჭაპური და ხინკალი. დესერტად კი მიირთვით ჩურჩხელა, არ დაგავიწყდეთ და რამდენიმე მათგანი თან გაიყოლეთ თქვენი ოჯახისა და მეგობრებისთვის", - ურჩევდა American Eagle Outfitters-ის ბლოგერი მომხმარებლებს.

საიტზე ბლოგის შესახებ ამჟამად აღნიშნულია, რომ ის აღარ არსებობს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია