"ლა­მის სო­დომ-გო­მო­რის ცოდ­ვე­ბის ტყვე­ო­ბა­ში ვართ მოქ­ცე­ულ­ნი"

"ლა­მის სო­დომ-გო­მო­რის ცოდ­ვე­ბის ტყვე­ო­ბა­ში ვართ მოქ­ცე­ულ­ნი"

ადა­მი­ა­ნურ ვნე­ბებ­თან ბრძო­ლის შე­სა­ხებ სა­სუ­ლი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ბევ­რი რამ თქმუ­ლა და და­წე­რი­ლა. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ეს სა­კითხი დღეს, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, რო­ცა ადა­მი­ანს თით­ქ­მის ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე რა­ღაც საც­დუ­რი ხვდე­ბა, ზო­გი­ერ­თი ცოდ­ვა კი სა­მარ­ცხ­ვი­ნოდ აღარც აღიქ­მე­ბა. სწო­რედ ამ სა­კითხის თა­ო­ბა­ზე ვთხო­ვეთ კო­მენ­ტა­რი წმინ­და კვი­რი­კე­სა და ივ­ლი­ტას სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის მღვდელ­მ­სა­ხურს, დე­კა­ნოზ ლა­ზა­რე დუ­ლუ­ზა­ურს:

- სა­ერ­თოდ, ყვე­ლა ვნე­ბა ერ­თ­მა­ნეთ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი, მაგ­რამ პირ­ველ ყოვ­ლი­სა გე­მოთ­მოყ­ვა­რე­ო­ბი­სა და ნაყ­რო­ვა­ნე­ბის ვნე­ბას უნ­და ვებ­რ­ძო­ლოთ, რო­მელ­თა­გა­ნაც უკ­ვე სხვა ვნე­ბე­ბიც წარ­მო­ი­შო­ბა, კერ­ძოდ: პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბა, დი­დე­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, ვერ­ცხ­ლის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, რა­საც მოჰ­ყ­ვე­ბა სიძ­ვა და მრუ­შო­ბა. სა­ერ­თოდ, ადა­მი­ა­ნე­ბი ცოდ­ვი­სა­კენ ვართ მიდ­რე­კილ­ნი და ამის გა­მო უნ­და ვე­ცა­დოთ, რომ მთა­ვარ ვნე­ბას ვებ­რ­ძო­ლოთ, რომ მე­რე ის სხვა უამ­რავ ცოდ­ვა­ში არ გა­და­ი­ზარ­დოს. ასე მა­გა­ლი­თად: მრუ­შო­ბი­სა და სიძ­ვის ვნე­ბას აღ­მოფხ­ვ­რის გე­მოთ­მოყ­ვა­რე­ო­ბი­სა და ნაყ­რო­ვა­ნე­ბის ვნე­ბის ჩაცხ­რო­მა.

- მა­მაო, ვი­სა­უბ­როთ სიძ­ვი­სა და მრუ­შო­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც დღე­ვან­დელ მსოფ­ლი­ო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ცოდ­ვად აღარც კი მი­იჩ­ნევს.

- თავ­და­პირ­ვე­ლად სიძ­ვის შე­სა­ხებ გეტყ­ვით: სიძ­ვა, ეს არის კავ­ში­რი და­უ­ქორ­წი­ნე­ბელ ქალ-ვაჟს შო­რის. ეს საკ­მა­ოდ მძი­მე და სე­რი­ო­ზუ­ლი ცოდ­ვაა, რად­გან ასე­თი წყვი­ლის ინ­ტი­მური კავ­ში­რი პირ­ველ რიგ­ში, ქორ­წი­ნე­ბის სა­ი­დუმ­ლოს სიწ­მინ­დეს არ­ღ­ვევს. ღმერ­თ­მა ადა­მი­ანს მის­ცა კურ­თხე­ვა გამ­რავ­ლე­ბი­სა, მაგ­რამ თუ ადა­მი­ა­ნებს შო­რის სუ­ლი­ე­რი კავ­ში­რი არ არ­სე­ბობს და გამ­რავ­ლე­ბას მხო­ლოდ ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი სი­ა­მოვ­ნე­ბის­თ­ვის იყე­ნებ, ცხა­დია, ამით ღვთის კურ­თხე­ვა ირ­ღ­ვე­ვა. ორ ადა­მი­ანს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა სუ­ლი­ე­რი სი­ახ­ლო­ვის სა­ფუძ­ველ­ზე უნ­და ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს. ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ოჯა­ხის შექ­მ­ნის მი­ზა­ნი ხომ ღმერ­თ­თან მის­ვ­ლაა. ეს მი­ზა­ნი ვერ აღ­ს­რულ­დე­ბა, თუ ადა­მი­ა­ნი უპი­რა­ტე­სო­ბას ხორ­ცი­ელ ვნე­ბას და ხორ­ცი­ელ ურ­თი­ერ­თო­ბას ანი­ჭებს. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს შო­რის სუ­ლის ერ­თო­ბაც არ­სე­ბობს, მხო­ლოდ მა­შინ იქ­მ­ნე­ბა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ოჯა­ხი და სა­ფუძ­ვე­ლი ეყ­რე­ბა ნამ­დ­ვილ სიყ­ვა­რულს. ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაც, ასეთ დროს, ხდე­ბა არა სა­ფუძ­ვე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბი­სა, არა­მედ ნა­ყო­ფი ამ სიყ­ვა­რუ­ლი­სა. სი­ა­მოვ­ნე­ბა ყო­ველ­თ­ვის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი უნ­და იყოს სწო­რი სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბით, მაგ­რამ რო­დე­საც უფ­ლის მცნე­ბე­ბი ირ­ღ­ვე­ვა, ად­გი­ლი აქვს მძი­მე ცოდ­ვას, ანუ სიძ­ვას, რომ­ლის დრო­საც კარ­გავ ღმერთს, სუ­ლი­ერ წო­ნას­წო­რო­ბას და მა­რა­დი­სო­ბა­შიც ცოდ­ვით დამ­ძი­მე­ბუ­ლი გა­და­დი­ხარ. მრუ­შო­ბა კი სიძ­ვის კერ­ძო გა­მოვ­ლი­ნე­ბაა, ოღონდ უფ­რო დამ­ძი­მე­ბუ­ლი ფორ­მით, რად­გან მრუ­შო­ბის ცოდ­ვა ღმერ­თ­თან ერ­თად ადა­მი­ა­ნის ღა­ლატ­საც გუ­ლის­ხ­მობს, კერ­ძოდ - ჯვარ­და­წე­რი­ლი მე­უღ­ლის ღა­ლატს, რო­მელ­თა­ნაც ერ­თ­გუ­ლე­ბის ფი­ცი გა­კავ­ში­რებს. მრუ­შო­ბი­სას ადა­მი­ა­ნი თვი­თო­ნაც ზი­ან­დე­ბა და იმა­საც აზი­ა­ნებს, ვი­საც ღა­ლა­ტობს. სხვა­თა შო­რის, ზო­გი­ერ­თი ქა­ლი ღა­ლატს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სი­დუხ­ჭი­რი­თაც ამარ­თ­ლებს, რაც დი­დი შეც­დო­მაა: ვე­რა­ნა­ირ­მა გა­ჭირ­ვე­ბამ ვერ უნ­და გა­და­ად­გ­მე­ვი­ნოს ადა­მი­ანს ასე­თი ნა­ბი­ჯი, რად­გან მი­სი გა­მოს­წო­რე­ბა ძა­ლი­ან ძნე­ლია. რო­დე­საც ოჯახ­ში ბზა­რი ჩნდე­ბა, მი­სი ამოვ­სე­ბა ისე­ვე რთუ­ლია, რო­გორც გაბ­ზა­რუ­ლი ან დამ­ს­ხ­ვ­რე­უ­ლი ჭურ­ჭ­ლის აღ­დ­გე­ნა. გე­კითხე­ბით, და­სავ­ლე­თის გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ცხოვ­რე­ბის დო­ნე ძა­ლი­ან მა­ღა­ლია, რა­ტომ არის მრუ­შო­ბა ასე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი? - იმი­ტომ, რომ ეს ცოდ­ვა უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში ისეთ ადა­მი­ა­ნებს ერე­ვა, რომ­ლე­ბიც ზნე­ობ­რივ ნორ­მებს უარ­ყო­ფენ და უარს ამ­ბო­ბენ თავ­შე­კა­ვე­ბა­ზე. შე­გახ­სე­ნებთ: ძველ აღ­თ­ქ­მა­ში უმ­კაც­რე­სად ის­ჯე­ბო­და არა მარ­ტო მრუ­ში ქა­ლი, არა­მედ კა­ციც - მათ გა­მო­ათ­რევ­დ­ნენ და ყო­ველ­გ­ვა­რი სიბ­რა­ლუ­ლის გა­რე­შე ჩა­ქო­ლავ­დ­ნენ ხოლ­მე. ახალ აღ­თ­ქ­მა­ში კი ფი­ზი­კუ­რი სიკ­ვ­დი­ლი სუ­ლი­ე­რით შე­იც­ვა­ლა - ასეთ ადა­მი­ანს ეკ­ლე­სია უფალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აღარ აძ­ლევ­და: ის უზი­ა­რებ­ლო­ბით ის­ჯე­ბო­და, სიძ­ვის გა­მო - 7 წლით, ხო­ლო მრუ­შო­ბი­სათ­ვის - 14 წლით. მარ­თა­ლია, დღეს ეკ­ლე­სია ცოდ­ვი­ლებს გა­ცი­ლე­ბით უფ­რო რბი­ლად ექ­ცე­ვა, მაგ­რამ ეს კა­ნო­ნე­ბი არ­სე­ბობს იმი­სათ­ვის, რა­თა გვახ­სოვ­დეს, რა­ო­დენ მძი­მეა ცოდ­ვა, რო­მე­ლიც დღეს ასე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლია. მი­მო­ვი­ხე­დოთ ირ­გ­ვ­ლივ რა ხდე­ბა: სუ­ლი­ე­რი სი­ბინ­ძუ­რე, ღა­ლა­ტი, და­ცინ­ვა, მკვლე­ლო­ბა, გან­კითხ­ვა - ამ უმ­ძი­მე­სი ცოდ­ვე­ბის ტყვე­ო­ბა­შია ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლი, არა­ვინ ფიქ­რობს, რომ ლა­მის სო­დომ-გო­მო­რის ცოდ­ვე­ბის ტყვე­ო­ბა­ში ვართ მოქ­ცე­ულ­ნი.

- მა­მაო, ალ­ბათ დაგ­ვე­თან­ხ­მე­ბით, რომ ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბის სუ­ლი ზი­ან­დე­ბა, ისი­ნი კარ­გა­ვენ შა­ვი­სა და თეთ­რის გარ­ჩე­ვის უნარს, უჭირთ გა­ი­გონ - რა არის კარ­გი და რა - ცუ­დი.

- სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ქარ­თ­ველ ახალ­გაზ­რ­დებს არა აქვთ ნორ­მა­ლუ­რი გა­რე­მო, სა­დაც ისი­ნი სი­კე­თის, სიწ­მინ­დის, ერ­თ­გუ­ლე­ბის მა­გა­ლი­თებს და­ი­ნა­ხა­ვენ, სა­დაც ზნე­ობ­რივ, სწო­რად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბი­ან. რო­დე­საც ირ­გ­ვ­ლივ ამ­დე­ნი სი­ხარ­ბე, სიც­რუე, ძა­ლა­დო­ბი­სა და უხამ­სო­ბის პრო­პა­გან­დაა, ძნე­ლია მო­ზარ­დებს მა­ღალ ზნე­ო­ბა­ზე ელა­პა­რა­კო. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს ყვე­ლა­ზე მე­ტად გუ­ლი ერ­თი რა­მის გა­მო გვტკი­ვა: ჩვენ­მა მთავ­რო­ბებ­მა ოღონ­დაც ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტოს მო­ა­წო­ნონ თა­ვი და ჩვე­ნი ახალ­გაზ­რ­დე­ბის მო­მა­ვალ­ზე ნაკ­ლე­ბად ზრუ­ნა­ვენ. და­აკ­ვირ­დით რო­გორ ფილ­მებს აჩ­ვე­ნე­ბენ, ან რა გა­და­ცე­მე­ბი გა­დის თუნ­დაც ქარ­თულ ტე­ლე­არ­ხებ­ზე, არც ერ­თი არ გვას­წავ­ლის ადა­მი­ა­ნის სიყ­ვა­რულს, ჩვე­ნი კულ­ტუ­რი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მას. იქ­ნებ, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­მეც­ნე­ბი­თი ხა­სი­ა­თის, სე­რი­ო­ზუ­ლი გა­და­ცე­მე­ბი უფ­რო აინ­ტე­რე­სებს? რა­ტომ არ ფიქ­რო­ბენ იმა­ზე, რომ ახალ­გაზ­რ­დებს სუ­ლი და ზნე­ო­ბა შე­უ­ნარ­ჩუ­ნონ? პი­რი­ქით, ისეთ თე­მებ­ზე ამახ­ვი­ლე­ბენ ყუ­რადღე­ბას და ისეთ ცნო­ბი­ე­რე­ბას უყა­ლი­ბე­ბენ, რომ სიძ­ვა და მრუ­შო­ბა მათ­თ­ვის უკ­ვე არა­ფე­რია. უნერ­გა­ვენ, რომ ინ­ტი­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ქორ­წი­ნე­ბამ­დე აუცი­ლე­ბე­ლიც კია, რაც ძი­რე­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა ქრის­ტი­ა­ნო­ბას. ჩვენ­მა ახალ­გაზ­რ­დო­ბამ უნ­და იცო­დეს, რომ ქორ­წი­ნე­ბამ­დე ქალ­წუ­ლე­ბის დაც­ვა უდი­დე­სი ღირ­სე­ბაა რო­გორც ვა­ჟის­თ­ვის, ასე­ვე გო­გო­ნას­თ­ვი­საც. დღეს კი და­ცინ­ვის საგ­ნად არის ქცე­უ­ლი ის, რაც სუ­ლი­ე­რი სი­მაღ­ლი­სა და ზნე­ო­ბის ნი­შა­ნია, ე.წ. თა­ვი­სუ­ფა­ლი სექ­სის პრო­პა­გან­დამ გა­მო­იწ­ვია ის, რომ ჩვენს ახალ­გაზ­რ­დებს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა და­ენ­გ­რათ, ხში­რია არას­რულ­წ­ლო­ვან­თა აბორ­ტე­ბი, უკა­ნო­ნო ურ­თი­ერ­თო­ბის შე­დე­გად გა­ჩე­ნი­ლი ბავ­შ­ვე­ბი კი ნა­ნო­ბენ, რომ ამ­ქ­ვეყ­ნად გაჩ­ნ­დ­ნენ.

ესაუბრა ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია