უც­ნო­ბი პო­ე­ტი ქა­ლი და მე­ფე ერეკ­ლე

უც­ნო­ბი პო­ე­ტი ქა­ლი და მე­ფე ერეკ­ლე

"თქვე­ნი მტე­რი და ორ­გუ­ლი

ცი­ე­ბამ და­ა­ღო­ნაო,

მე ამას ვერ გად­ვურ­ჩე­ბი,

თუ კი­დევ მო­მი­გო­ნაო,

და­მად­ნო სან­თე­ლი­ვი­თა,

გამ­ხა­და დრა­მის წო­ნაო,

ამ წყე­ულს რა­სა შევ­ყ­ვარ­დი,

ჩემ­ში რა მო­ი­წო­ნა­ო"

-  ეს სტრი­ქო­ნე­ბი XVIII სა­უ­კუ­ნე­ში მცხოვ­რებ პო­ეტ ქალს, მა­ნა­ნას, ეკუთ­ვ­ნის. მა­ნა­ნას ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ბევ­რი არა­ფე­რი ვი­ცით, მხო­ლოდ მი­სი სა­ხე­ლია შე­მორ­ჩე­ნი­ლი. კრი­ტი­კო­სე­ბის აზ­რით, ძველ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოღ­ვა­წე პო­ეტ ქალ­თა შო­რის მა­ნა­ნა ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლია. ცნო­ბი­ლია, რომ ის წარ­მო­შო­ბით ქარ­თ­ლი­დან იყო: და­ი­ბა­და სო­ფელ ძე­ვე­რა­ში, გო­რის მახ­ლობ­ლად. პო­ე­ტუ­რი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­დან ჩანს, რომ მა­ნა­ნა ერეკ­ლე მე­ო­რის თა­ნა­მედ­რო­ვე და იმ დრო­ში საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი ყო­ფი­ლა. ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­უ­ლია მი­სი რამ­დე­ნი­მე ლექ­სი, რო­მე­ლიც ხან­დაზ­მუ­ლო­ბა­ში შე­უთხ­ზავს. რე­ლი­გი­ურ-მის­ტი­კუ­რი გან­წყო­ბი­ლე­ბა მა­ნა­ნას პო­ე­ზი­ის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი შტრი­ხია. მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში გა­მო­ყო­ფენ ლექსს, რო­მელ­საც "შა­ირ­ნი" ჰქვია და ერეკ­ლე II-ის სამ­ხედ­რო ძლი­ე­რე­ბას, მის პი­როვ­ნულ ღირ­სე­ბებს ეძღ­ვ­ნე­ბა. მი­სი ლექ­სე­ბი და­წე­რი­ლია რუს­თ­ვე­ლუ­რი, 16-მარ­ც­ვ­ლი­ა­ნი შა­ი­რით. უშუ­ა­ლო­ბა, მსუ­ბუ­ქი იუმო­რი და პო­ე­ტუ­რი ხერ­ხე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა ნი­ჭი­ერ ავ­ტორ­ზე მიგ­ვი­თი­თებს, რო­მელ­საც, სა­ვა­რა­უ­დოდ, უფ­რო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო შე­მოქ­მე­დე­ბა უნ­და ჰქო­ნო­და. სამ­წუ­ხა­როდ, ამ შე­მოქ­მე­დე­ბამ ჩვე­ნამ­დე ისე­ვე ვერ მო­აღ­წია, რო­გორც პო­ე­ტი ქა­ლის ცხოვ­რე­ბის იდუ­მალ­მა და უც­ნობ­მა დე­ტა­ლებ­მა.

გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია