"იმედში" საკრებულოს წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

"იმედში" საკრებულოს წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ტელეკომპანია "იმედში", გადაცემა "რეაქციის" პირველი ბლოკის დასრულების შემდეგ საკრებულოს უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

აღნიშნულის ამსახველ ვიდეომასალას თავად ტელეკომპანია ავრცელებს. კადრებში ჩანს, რომ დეპუტატებს შორის დაპირისპირება ჯერ არხის ფოიეში დაიწყო, შემდეგ კი მან ტელეკომპანიის ეზოში გადაინაცვლა.

ვიდეომასალაში გარკვევით ისმის საკრებულოს დაპირისპირებული წევრების მიერ ერთმანეთის მისამართით გინება და სხვა სახის შეურაცხმყოფელი მიმართვები.

ამასთან, კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი პირი არხის ოპერატორს გადაღებას უკრძალავს და ვიდეოკამერის გამორთვის მიზნით მუქარის შემცველი მოწოდებით მიმართავს.

საკრებულოს უმრავლესობასა და უმცირესობას შორის სიტუაციის დარეგულირებას არხის დაცვის სამსახური რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდა.

გადაცემა "რეაქციის" პირველი ბლოკი თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტს შეეხებოდა.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა