69 წლის ქალის მკვლელობისთვის 32 წლის მამაკაცი დააკავეს

69 წლის ქალის მკვლელობისთვის 32 წლის მამაკაცი დააკავეს

თემქაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, მკვლელობაში ბრალდებულის დაკავება ქარელის რაიონში მოხდა.

მათივე ინფორმაციით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია.

"შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, თბილისში მცხოვრები, წარსულში ნასამართლევი დიმიტრი გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ქარელის რაიონში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2014 წლის 14 თებერვალს თბილისში, თემქის დასახლებაში, 1945 წელს დაბადებულ ზინაიდა ისაკოვას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ისაკოვა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა", - აცხადებენ უწყებაში.

შსს-ის ცნობით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ