"უგულავას შევაგინებ, როცა ვნახავ" - "იმედში" ჩხუბი წინასწარ იყო დაგეგმილი"

"უგულავას შევაგინებ, როცა ვნახავ" - "იმედში" ჩხუბი წინასწარ იყო დაგეგმილი"

გუშინ გრიგოლიას გადაცემა "რეაქცია" ხმაურიანად დასრულდა. გადაცემის მთავარი თემა თბილისის ბიუჯეტის დამტკიცება იყო. პირდაპირ ეთერში გიგი უგულავაც ჩართეს. უგულავამ საკრებულოს უმრავლესობის იმ წევრებზე ისაუბრა, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობიდან" მმართველ გუნდში გადაინაცვლეს. მისი თქმით, სწორედ იმის გამო, რომ მან "პრევენცია ვერ მოახდინა", "ნაციონალური მოძრაობა" 1-ელი ოქტომბრის არჩევნებზე "დაისაჯა".

გიგი უგულავას ჩართვამ საკრებულოს უმრავლესობის წევრების, მიხეილ ქავთარაძის და ბესო ბენდელიანის გაღიზიანება გამოიწვია. უმცირესობისა და უმრავლესობის წევრები ერთმანეთს ფიზიკურად ჯერ სტუდიაში დაუპირისპირდნენ, მოგვიანებით კი შეხლა-შემოხლა ტელეკომპანია "იმედის" ეზოშიც გაგრძელდა.

მიხეილ ქავთარაძე (საკრებულოს უმრავლესობის წევრი):

- მე დაარსების დღიდან ვიყავი "ნაციონალურ მოძრაობაში", პარტიაში გიგი უგულავას მიყვანილი ნამდვილად არ ვარ, როგორც თავად აღნიშნა. მეცოცხეობა რომ დაიწყეს, იმიტომ წამოვედი პარტიიდან. გიგი უგულავას წამოსაძახებელი არაფერი მაქვს. მე გადაცემაში გიგი უგულავას ჩართვამ გამაღიზიანა. საკრებულოს უმცირესობასთან არ მაქვს ცუდი ურთიერთობა. მათი ნაწილი ჩვეულებრივი შემსრულებლები არიან, რომლებიც უგულავამ შარში გახვია. უგულავა კრიმინალია - ამბობდა 2012 წლის არჩევნების შემდეგ ფეხებით ჩამოგკიდებთ თქვენ და თქვენს ოჯახებსო. ცოლთან ერთად სტრიპტიზბარებში რომ დადის, იმ კაცზე რა უნდა ვთქვა? მე უგულავა მეზიზღება, პირადად შევაგინებ, როცა ვნახავ.

- რა მოხდა "იმედში" ისეთი, რაც ეთერში ვერ ვნახეთ?

- არაფერი მომხდარა იმ კამათის გარდა, რაც ეთერში გავიდა. კიდევ იყო ის ახალგაზრდა, რომელიც ვიდეოკამერას აფარებს ხელს.

- ვინ იყო ის ახალგაზრდა, ოპერატორს შეურაცხყოფა რომ მიაყენა? თქვენი გუნდის წევრია?

- წარმოდგენა არ მაქვს. უამრავი ადამიანი იყო იქ.

ინგა გრიგოლიას გადაცემაში მომხდარი ინციდენტის დროს ტელევიზიაში იმყოფებოდა პარლამენტის დეპუტატი გიორგი ვაშაძე, ის გადაცემა "რეაქციის" მეორე ბლოკის სტუმარი იყო. ვაშაძე პროვოკაციაზე საუბრობს.

- ვფიქრობ საკრებულოს ზოგიერთი წევრის მხრიდან ტელეკომპანიაში ჩხუბი წინასწარ იყო დაგეგმილი. საბოლოო ჯამში ვერავინ ვერ მიხვდა, რაზე იყო საუბარი გადაცემაში, რატომ არ იღებენ ბიუჯეტს და ა.შ.

გუშინ ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში" გიგი უგულავამ განაცხადა: "ესაა ის პრეტენზია, რომელსაც ვიღებ და თუ რამეს ვნანობ, რა თქმა უნდა, ვნანობ ამას, რადგან ბევრს მე გავუხსენი პოლიტიკაში კარი ან მე ვერ შევძელი პრევენცია მომეხდინა. ბუნებრივია, ეს პრობლემაა და ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" წააგო თავის დროზე, სწორედ ეს არის. პოლიტიკაში დაუწერელი აქსიომა არსებობს და ერთა ძველმა პოლიტიკოსმაც თქვა, რომ როცა ოპოზიციაში ხარ, როგორც წესი, უფრო გიჟები გეწებებიან, ხოლო როცა ხარ ხელისუფლებაში - საშოვარზე მოსული ნაძირლები. როგორც ჩანს, ასეთი რამ გარდაუვალია და სწორედ ამან განაპირობა მათ შორის ერთ-ერთი ის პრობლემა, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" დაუდგა და რომლის გამოც, სრულიად სამართლიანად ვიტყოდი, 1-ელ ოქტომბერს დაისაჯა".

თამარ ბოჭორიშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა