თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში გრიპის შემთხვევები მოიმატებს

თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში გრიპის შემთხვევები მოიმატებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე, გრიპის ვირუსების ზრდის თვალსაზრისით, სიტუაციის გართულებას არ ელოდება. თუმცა, როგორც პაატა იმნაძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში გრიპის შემთხვევების მატება მოსალოდნელია, მაგრამ ისეთი დონის, როგორც 2009 წელს იყო.

"ჩვეულებრივი ზამთარია, ტრიალებს ჩვეულებრივი გრიპის ვირუსები", - აღნიშნა პაატა იმნაძემ. მისივე თქმით, გრიპის ვირუსი საფრთხეს წარმოადგენს ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ასევე დიაბეტით, ფილტვების, გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანებისა და მოხუცებისათვის.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა განსახორციელებელი პრევენციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ავადმყოფი უნდა მოერიდოს თავშეყრის ადგილებში სიარულს. ასევე, იმნაძე მოქალაქეებს მიმართა, რომ მიირთვან ნიორი და ხელები ხშირად დაიბანონ.

რაც შეეხება ზოგად სურათს, პაატა იმნაძის ინფორმაციით, ლაბორატორიულად დადასტურებული 87 შემთხვევიდან, 82 A ტიპის H3N2 ვირუსია, ორ შემთხვევაში დადასტურდა ეგრეთ წოდებული ღორის გრიპი, H1N1, ხოლო ორი B ტიპის ვირუსი გამოვლინდა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია