ცხინვალში ბორის ჩოჩიევის სახლთან აფეთქება მოხდა

ცხინვალში ბორის ჩოჩიევის სახლთან აფეთქება მოხდა

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ პრეზიდენტის ადმინისტაციის უფროსის სახლთან მომხდარი აფეთქების ორგანიზატორს ეძებენ. რუსული მედიის ინფორმაციით, ამ თემაზე ე.წ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა დღეს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა.

ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, თიბილოვმა სამართალდამცავებს ოპერატიულ-სამძებრო ჯგუფის შექმნა და მომხდარის დაწვრილებით გამოძიება დაავალა.

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის ადმინისტაციის უფროსის, ბორის ჩოჩიევის სახლთან ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გამთენიისას აფეთქდა. აფეთქებას მსხვერპლი და სერიოზული ნგრევა არ მოჰყოლია. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მომზადებულია osinform.ru-ს მიხედვით.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?