თამბაქოს შემდეგ გამაფრთხილებელი წარწერა ლიმონათებზეც გაჩნდება

თამბაქოს შემდეგ გამაფრთხილებელი წარწერა ლიმონათებზეც  გაჩნდება

კალიფორნიის შტატი მსოფლიოში პირველი იქნება, სადაც ტკბილ სასმელებზე სიგარეტის მსგავსად, გამაფრთხილებელ წარწერას გააკეთებენ. წარწერა სავალდებულო იქნება და მომხმარებელს შაქრის მაღალ შემცველობასა და მის მავნებლობას შეახსენებს.

შტატის სენატორმა, უილიამ მონინგმა შესაბამისი კანონპროექტი მოამზადა, რომელიც შტატის სამედიცინო ასოციაციამ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა მოიწონა. დოკუმენტის მიხედვით, ლიმონათებზე, რომლებშიც შაქრის შემცველობა 0,34 ლიტრზე 75 კალორიას აჭარბებს, შემდეგი გაფრთხილება დაიწერება: "კალიფორნიის შტატი გაფრთხილებთ, ტკბილი სასმელები იწვევს სიმსუქნეს, დიაბეტსა და კბილების დაშლას".

მონინგის განცხადებით, მრავალი კვლევით დამტკიცდა, რომ ზემოთ ჩამოთვლილ დაავადებებს სწორედ შაქრის ჭარბი მოხმარება იწვევს.

"რადგან მეცნიერები ასეთ დასკვნას აკეთებენ, კალიფორნია ვალდებულია თავისი მოქალაქეები დაიცვას. როგორც თამბაქოსა და ალკოჰოლის ნაწარმზე, ასევე ტკბილ სასმელებზეც უნდა შემოვიღოთ გამაფრთხილებელი რეგულაცია, რომ მომხმარებელმა არჩევანი ჯანმრთელობის სასარგებლოდ გააკეთოს", - აცხადებს სენატორი.

თუ კანონპროექტი სენატმაც მოიწონა, ტკბილი სასმელების მოხმარების წინააღმდეგ 100-მილიონიანი სარეკლამო კამპანია დაიწყება.

"ჩვენ ჯერაც ვერ ვაცნობიერებთ ტკბილეულით გამოწვეული ზიანის მასშტაბებს, თუმცა მომხმარებლების კეთილგონიერების იმედი გვაქვს. გამაფრთხილებელი ნიშნებით ეროვნული მნიშვნელობის ჯანდაცვის პრობლემას ვებრძვით", - აცხადებს მონინგი.

მომზადებულია americaru.com-ის მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია