მამა გაბრიელის საფლავს 22 თებერვალს გახსნიან

 მამა გაბრიელის საფლავს 22 თებერვალს გახსნიან

მამა გაბრიელის საფლავს, სავარაუდოდ, შაბათს, 22 თებერვალს გახსნიან, - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში მეუფე იაკობმა განაცხადა.

მისი თქმით, საფლავის გახსნა დაგეგმილია მომავალი კვირის ბოლოს, სავარაუდოდ კი - შაბათს. მეუფე იაკობის განცხადებით, ყევლა იმ ადამიანს, ვისაც უნდა მიახლოება მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებთან, შეეძლება მივიდეს და მიიღოს ლოცვა-კურთხევა.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი ხალხი იქნება, ამიტომ სახელმწიფო დაეხმარება მათ და იმის გამო, რომ მომლოცველებს ხელი არ შეეშალოთ, გარკვეული ტერიტორია გადაკეტილი იქნება და მომლოცველებს ფეხით მისვლა მოუწევთ.

"ვისაც უნდა კურთხევის მიღება, ალბათ კეთილი უნდა ინებოს და ცოტა ფეხითაც გავიაროთ. თქვენ იცით, როგორ ცხოვრობდა მამა გაბრიელი. უმეტესობას სულელი და გიჟი ეგონა და ხალხისგან შერისხული უფალმა როგორ განადიდა, კარგად ხედავთ, ამიტომ ბევრი რამ ადამიანისთვის ყოველთვის დაფარულია. პირდაპირ არ ჩანს ხოლმე ვინ ვინ არის", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, მამა გაბრიელის საფლავის გახსნასთან დაკავშირებით დანარჩენი დეტალები ცნობილი პატრიარქის თბილისში დაბრუნების შემდეგ გახდება. უწმინდესი რეგიონიდან დედაქალაქში სამშაბათს დაბრუნდება.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია