გრან­დი­ო­ზუ­ლი ფე­ი­ერ­ვერ­კე­ბის მიღ­მა სა­ში­ნე­ლი არა­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბაა - სოჭელი ქართველები ოლიმპიადაზე

გრან­დი­ო­ზუ­ლი ფე­ი­ერ­ვერ­კე­ბის მიღ­მა სა­ში­ნე­ლი არა­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბაა - სოჭელი ქართველები ოლიმპიადაზე

სო­ჭი მსოფ­ლიო ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­შია. ჯერ კი­დევ ოლიმ­პი­ა­დის გახ­ს­ნამ­დე, ოლიმ­პი­ურ სო­ფელ­ში მიმ­დი­ნა­რე მშე­ნებ­ლო­ბე­ბი და ზო­გა­დად, პრო­ცე­სე­ბი, ინ­ტერ­ნეტ­სივ­რ­ცე­ში აქ­ტი­უ­რი გან­ს­ჯის სა­გა­ნი გახ­და... ოლიმ­პი­ა­დის გახ­ს­ნამ­დე, რუ­სეთ­ში ჩა­სუ­ლი უცხო­უ­რი მე­დი­ი­სა და სპორ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, იქ არ­სე­ბულ კუ­რი­ო­ზულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე ჰყვე­ბოდ­ნენ და ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებ­დ­ნენ, - სა­პირ­ფა­რე­შოს გა­მონ­გ­რე­უ­ლი კა­რი, ორი­გი­ნა­ლუ­რი სა­პირ­ფა­რე­შო არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის მქო­ნე პირ­თათ­ვის, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია, და­უს­რუ­ლე­ბე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბი, რომ­ლის ჭე­რი­და­ნაც გა­ჯი ცვი­ო­და, კა­რი არ იკე­ტე­ბო­და და ნო­მერ­ში, შუ­ქის ან­თე­ბი­სას ღა­მის სა­ნა­თი ფეთ­ქ­დე­ბო­და, - ეს არის იმ სა­ხი­ფა­თო "კუ­რი­ო­ზე­ბის" არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რო­მე­ლიც ოლიმ­პი­ა­დის პირ­ველ დღე­ებს ახ­ლ­და თან...

რამ­დე­ნადა მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვ­და რუ­სე­თი მსოფ­ლიო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბას, ამის შე­სა­ხებ უცხო­უ­რი მე­დია კი­დევ დიდ­ხანს იმ­ს­ჯე­ლებს...

სოჭ­სა და მის მიმ­დე­ბა­რე ქარ­თულ სო­ფელ პლას­ტუნ­კა­ში მცხოვ­რებ ქარ­თ­ვე­ლებს და­ვუ­კავ­შირ­დით, რა­თა მკითხ­ვე­ლის­თ­ვის ოლიმ­პი­ა­დის ში­და სამ­ზა­რე­უ­ლო დაგ­ვე­ნახ­ვე­ბი­ნა.

ირ­მა კვა­რაცხე­ლია, სო­ჭე­ლი ქარ­თ­ვე­ლი:

-  დღე­ებს ვით­ვ­ლი, კი­დევ რამ­დე­ნი ხა­ნი გაგ­რ­ძელ­დე­ბა ეს ქა­ო­სი... ყო­ველ დი­ლას, 5 სა­ათ­ზე ვდგე­ბი, 6-ზე იქ უნ­და ვი­ყო. იცი­ან, რომ ოლიმ­პი­უ­რი სოფ­ლი­დან შორს ვცხოვ­რობ და იქ მის­ვ­ლამ­დე დრო მჭირ­დე­ბა. მეც და და­ნარ­ჩე­ნი ჩემ­ნა­ი­რიც, ვინც იქ მუშაობის უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვა, სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით დავ­დი­ვართ და ვიკ­ვე­ბე­ბით. ავ­ტო­ბუ­სიც კი არ არის გა­მო­ყო­ფი­ლი ჩვენ­თ­ვის, რომ დი­ლას წაგ­ვიყ­ვა­ნოს და სა­ღა­მოს სახ­ლებ­ში ჩა­მოგ­ვა­რი­გოს. ად­გი­ლობ­რი­ვი რუ­სი მო­სახ­ლე­ო­ბა ამას აპ­რო­ტეს­ტებს, მაგ­რამ შე­დე­გი მა­ინც არ ჩანს. ღა­მე ძა­ლი­ან ცი­ვა. ყი­ნავს. უმე­ტე­სად გვი­ა­ნო­ბამ­დე გვი­წევს ყოფ­ნა. ოლიმ­პი­ურ სტა­დი­ონ "ფიშ­ტ­ში" მო­მუ­შა­ვე მო­ხა­ლი­სე­ებ­სა და ტექ­ნი­კურ პერ­სო­ნალს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 500-მდე სტუმ­რის მი­ღე­ბა, დაკ­ვა­ლი­ა­ნე­ბა, და­პუ­რე­ბა და თავ-თა­ვი­ანთ ად­გი­ლებ­ზე გა­და­ნა­წი­ლე­ბა გვი­წევს და წაქ­ცე­ვა­ზე ვართ, ისე ვიღ­ლე­ბით... ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას ეს არ აღელ­ვებს. სახ­ლ­ში წა­სას­ვ­ლე­ლად ტაქ­სის ფულს ვაგ­რო­ვებთ. ჰო­ნო­რარ­ზე არც ვამ­ბობთ არა­ფერს. უბ­რა­ლოდ, ელე­მენ­ტა­რულ ხარ­ჯებ­ზეა ლა­პა­რა­კი.

-  ეს ხარ­ჯე­ბი კონ­კურ­სის პი­რო­ბებ­ში არ იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი?

-  ტრან­ს­პორ­ტით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ეწე­რა, მაგ­რამ ახ­ლა გვითხ­რეს, საკ­მა­რი­სი ავ­ტო­ბუ­სე­ბი არ გვყავს, ად­ლე­რის­კენ გა­და­ვის­რო­ლე­თო...

-  სტუმ­რებ­ზე რას გვეტყ­ვით?

-  სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბი, ძი­რი­თა­დად, უპ­რე­ტენ­ზიო ხალ­ხია. ყვე­ლა­ნა­ირ პი­რო­ბებ­ში შე­უძ­ლი­ათ ჭა­მა და და­ძი­ნე­ბა, მაგ­რამ აი, თვით რუს ჟურ­ნა­ლის­ტებ­საც კი ისე­თი ირო­ნი­უ­ლი შე­ნიშ­ვ­ნე­ბი აქვთ, ქარ­თუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­აც კი ვე­რა­ფერს გახ­დე­ბა.

-  მა­გა­ლი­თად?

-  მა­გა­ლი­თად, ვი­ღაც ფე­რად­კა­ნი­ან მა­მა­კაცს, თუ არ ვცდე­ბი, ფრან­გუ­ლი პრე­სის წარ­მო­მად­გე­ნელს, ერთ დი­ლას რამ­დე­ნი­მე არც ისე სა­ხა­ლი­სო ამ­ბა­ვი ერ­თ­დ­რო­უ­ლად შე­ემ­თხ­ვა, - ღა­მის სა­ნა­თის ჩარ­თ­ვა უნ­დო­და და შტეფ­სე­ლი აუფეთ­ქ­და, აბა­ზა­ნა­ში წყა­ლი გა­უ­ცივ­და და 8 გრა­დუს ყინ­ვა­ში, ცი­ვი შხა­პის მი­ღე­ბამ მო­უ­წია და სა­უზ­მი­სას, ლო­კო­კი­ნი­ა­ნი "ჰოთ­დო­გი" შეხ­ვ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალს, მწვა­ნე სა­ლა­თის ფურ­ც­ლე­ბის დარ­ჩე­ვა და გა­რეცხ­ვა და­ე­ზა­რა... მან დამ­ტ­ვ­რე­უ­ლი რუ­სუ­ლით გვითხ­რა: - ვატყობ, თქვენს ტან­მორ­ჩილ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას ჩემ­თ­ვის მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანაზღა­უ­რე­ბა მო­უ­წევ­სო...

გრან­დი­ო­ზუ­ლი ფე­ი­ერ­ვერ­კე­ბის მიღ­მა, სა­ში­ნე­ლი არა­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბაა. უბ­რა­ლო მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, ე.წ. კუ­ლი­სებ­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი დღე­ებს ვით­ვ­ლით. 18 სა­მუ­შაო დღე დარ­ჩა (ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რი­ლია 9 თე­ბერ­ვალს). არა­და, ისე გვი­ხა­რო­და ჩვენს ქა­ლაქ­ში ოლიმ­პი­ა­დის ჩა­ტა­რე­ბა, აჟი­ტი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით... არ ვი­ცი, შო­რი­დან რო­გორ ჩანს ეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ შიგ­ნი­დან ნამ­დ­ვი­ლად არ არის ყვე­ლა­ფე­რი ლა­მა­ზად...

ლა­რი­სა ხარ­ჩი­ლა­ვა, ქარ­თულ სო­ფელ პლას­ტუნ­კის მკვიდ­რი:

-  ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლე. ქან­ც­გაწყ­ვე­ტი­ლი ვარ. ისე ვე­ლო­დით ამ ოლიმ­პი­ა­დას და ახ­ლა ერ­თი სუ­ლი მაქვს, რო­დის მო­ვა 23 თე­ბერ­ვა­ლი... ისე­თი გა­დაღ­ლი­ლი ვარ, აზ­რ­ზე მო­სას­ვ­ლე­ლად, ალ­ბათ ერ­თი თვე მა­ინც დამ­ჭირ­დე­ბა. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ის ოთხი ქარ­თ­ვე­ლი ჩა­მო­ვი­და. რო­დე­საც მათ ტან­საც­მელ­ზე GEORGIA წა­ვი­კითხე, ცრემ­ლე­ბი თა­ვი­სით წა­მო­მი­ვი­და. მე და ჩემ გარ­შე­მო მყო­ფი ქარ­თ­ვე­ლე­ბი GEORGIA-ს ვყვი­რო­დით. მე რუ­სი მე­უღ­ლე მყავ­და, ჩე­მი შვი­ლე­ბი ნა­ხევ­რად რუ­სე­ბი არი­ან. ამი­ტომ ორი­ვე ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს ვგულ­შე­მატ­კივ­რობ...

ელ­ზა გე­ლაშ­ვი­ლი, სო­ჭე­ლი ქარ­თ­ვე­ლი:

-  მეს­მის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რაც ხდე­ბა ახ­ლა. და­მი­ჯე­რეთ, ჩვენც გან­ვიც­დით ჩვე­ნი ქვეყ­ნის მი­მართ რუ­სე­თის უხეშ ნა­ბი­ჯებს, მაგ­რამ ოდეს­მე ხომ უნ­და დას­რულ­დეს ყვე­ლა­ფე­რი? ჩვენ­თ­ვის ქარ­თ­ვე­ლი სპორ­­ტ­სმე­ნე­ბის და­ნახ­ვა უსაზღ­ვ­როდ დი­დი სი­ხა­რუ­ლი იყო. სა­ქარ­თ­ვე­ლოს დრო­შე­ბის და­ნახ­ვა­ზე ყვე­ლანი ავ­ტირ­დით... 20 წე­ლია, ჩემს ქვე­ყა­ნა­ში არ ვყო­ფილ­ვარ. სტუმ­რებს უამ­რავ შე­კითხ­ვას ვუს­ვამ­დით. ჩვენ­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლო ტე­ლე­ვი­ზი­ი­თა და ინ­ტერ­ნე­ტით ცოცხ­ლ­დე­ბო­და. ახ­ლა კი, დად­გა დრო, რო­დე­საც ქარ­თ­ვე­ლი სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ ჩვენ­თან. ეს იმე­დია, პა­ტა­რა იმე­დი, რომ ხალ­ხ­თა შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა პუ­ტი­ნის პო­ლი­ტი­კას არ დამ­ს­გავ­სე­ბია და ოდეს­მე შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც შე­იც­ვა­ლოს... ერ­თი სიტყ­ვით, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით იმ დღეს. ერ­თ­მა­ნეთს ვუ­ლო­ცავ­დით, რომ ამ მსოფ­ლიო დო­ნის ღო­ნის­ძე­ბა­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოც არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. დი­ახ, რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია, მაგ­რამ ხალ­ხებს შო­რის მა­ინც მე­გობ­რო­ბის მომ­ხ­რე ვარ. ჩვენს ემო­ცი­ებ­ზე ჩვე­ნი რუ­სი მე­გობ­რე­ბიც ტი­როდ­ნენ. იმ 4 ქარ­თ­ველს უამ­რა­ვი რუ­სი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავს, მათ შო­რის, ქარ­თ­ვე­ლებ­ზე უსაზღ­ვ­როდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ვიქ­ტორ ანი­სი­მო­ვი, რო­მე­ლიც თა­ვისი ოჯა­ხით იყო მი­სუ­ლი. ქარ­თუ­ლი დრო­შის და­ნახ­ვა­ზე, ისიც ჩვენ­თან ერ­თად ტი­რო­და...

-  ალ­ბათ ნა­ხეთ ოლიმ­პი­ა­და­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს რუ­კა...

-  დი­ახ, ეს თქვენ­თ­ვის იყო შო­კი, ჩვენ შეჩ­ვე­უ­ლი ვართ. რუ­სეთ­მა ად­რეც არა­ერ­თხელ წარ­მო­ად­გი­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლოს "ღრუბ­ლი­ა­ნი" რუ­კა. მე სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობ მას­წავ­ლებ­ლად, სა­დაც უამ­რა­ვი ქარ­თ­ვე­ლი ბავ­შ­ვი სწავ­ლობს. რამ­დენ­ჯერ­მე, ის­ტო­რი­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის მი­ხედ­ვით სპექ­ტაკ­ლი დავ­დ­გით, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბით, დრო­ში­თა და რუ­კით იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი. დი­რექ­ტო­რიც მო­ვიწ­ვი­ეთ. თა­ვი­დან კი ვღე­ლავ­დი, მაგ­რამ მას საყ­ვე­დუ­რიც არ დას­ც­დე­ნია. ის ბავ­შ­ვე­ბი ტან­მო­ვარ­ჯი­შე­ე­ბი არი­ან და ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, ოლიმ­პი­ა­დის გახ­ს­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ... ჩვენ თქვენ­ზე კარ­გად ვიც­ნობთ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და მის მტა­ცებ­ლურ პო­ლი­ტი­კას, მაგ­რამ ბო­ი­კოტ­მაც არა­ფე­რი გვარ­გო... და­მი­ჯე­რეთ, სოჭ­შიც კი, რო­მე­ლიც ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქია და სა­დაც თა­ვის რჩე­ნის უამ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა არ­სე­ბობს, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, რო­მე­ლიც შიმ­ში­ლის ზღვარ­ზეა. პო­ლი­ცი­ამ ისი­ნი გა­აფ­რ­თხი­ლა, - ოლიმ­პი­უ­რი სოფ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თუ შე­ნიშ­ნავ­დ­ნენ, პა­ტიმ­რო­ბა არ ას­ც­დე­ბო­დათ.

-  თქვენ რო­გორ მოხ­ვ­დით ოლიმ­პი­ა­და­ზე?

-  კონ­კურ­სი გა­ვი­ა­რე. ორი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ბა­რა­თი მაქვს - რო­გორც მო­ნა­წი­ლეს და რო­გორც სტუ­მარს... ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო გახ­ს­ნა. პო­ლი­ცია პე­რი­მეტრს მკაც­რად, გა­ათ­მა­გე­ბუ­ლი სიფ­რ­თხი­ლით აკონ­ტ­რო­ლებს, რა­ი­მე გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი შემ­თხ­ვე­ვა რომ არ მოხ­დეს. რა თქმა უნ­და, ჩეჩ­ნე­ბი­სა და და­ღეს­ტ­ნე­ლე­ბის ეში­ნი­ათ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კონ­ტ­რო­ლია შე­მო­სას­ვ­ლელ­თან. იმე­დია, ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დო­ბი­ა­ნად ჩა­ივ­ლის. ასეთ დროს, რო­გორც წე­სი, უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი ზა­რალ­დე­ბი­ან, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი კი, უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, უვ­ნებ­ლად რჩე­ბი­ან.

ლა­ლი პა­პას­კი­რი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია