როდის აღდგება წყალმომარაგება თბილისის უბნებში

როდის აღდგება წყალმომარაგება თბილისის უბნებში

თბილისის რამდენიმე უბანი წყლის გარეშეა დარჩენილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, წყალმომარაგების შეწყვეტა 1400 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე მომხდარი დაზიანებების სალიკვიდაციო სამუშაოებს უკავშირდება, რომელიც გუშინ, 19:00 საათიდან მიმდინარეობს. ავარიულად მაგისტრალური არტერიის თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე გამავალი მონაკვეთი დაზიანდა.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, გუშინ, 19:00 საათიდან წყალმომარაგება ეტაპობრივად შეუწყდა: ვარკეთილის მასივს, ვარკეთილის IV მ/რაიონის მე-2 რიგს, ვარკეთილის მასივის ზედა პლატოს, ვარკეთილი 3-ის მ/რაიონებს და საქჰიდრომშენს; ვარკეთილის მეურნეობის, საქნავთის, ლილოს, ორხევის, თეთრიხევის, აეროპორტისა და მე-8 ლეგიონის დასახლებებს; ზემო და ქვემო ფონიჭალის, წმინდა ბარბარეს, გიგანტისა და მათ მიმდებარე კერძო დასახლებებს; მოსკოვის გამზირს, ჯავახეთის, წულუკიძის, ქინძმარაულის, კაიროსა და ჟორესის ქუჩებს; კახეთის გზატკეცილს და სოფლებს: სადგურ ველს, გამარჯვებას, ახტაკლიას, ყარატაკლიას, გაჩიანს. ასევე წყალს გარკვეული შეფერხებით იღებს: ვაზისუბნის დასახლება, ბოგდან ხმელნიცკისა და ჩოლოყაშვილის ქუჩები, ქეთევან წამებულის გამზირი და მათი მიმდებარე ქუჩები.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცნობით, წყლის მიწოდება ჩამოთვლილ უბნებს დღეს, 18:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგება.

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს იხდის დისკომფორტისთვის და აცხადებს, რომ შეეცდება, სამუშაო რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია