რამდენად გრძნობენ საქართველოში სიყვარულს - ბოლოდან მეხუთე ადგილი 136 ქვეყანას შორის

რამდენად გრძნობენ საქართველოში სიყვარულს - ბოლოდან მეხუთე ადგილი 136 ქვეყანას შორის

14 თებერვალს მთელი მსოფლიო ვალენტინობას აღნიშნავს, შესაბამისად, მთელი კვირის განმავლობაში სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაცია სიყვარულის თემაზე გამოკითხვას აწარმოებს.

კომპანია Gallup-მა მსოფლიოს 136 ქვეყანაში გამოკითხვა აწარმოა და დაინტერესდა, თითოეული ქვეყნის მოქალაქე რამდენად გრძნობდა სიყვარულს. გამოკითხვის შედეგები მოგვიანებით მეცნიერებმა შეაჯამეს და რეიტინგი შეადგინეს. თან, ქვეყნებს პროცენტული მაჩვენებელი დაურთეს. აღმოჩნდა, რომ საქართველო 136 ქვეყანას შორის 132-ე ადგილზეა. ამ ერთ ჩვეულებრივ დღეს მსოფლიო მოსახლეობის 70% სიყვარულს გრძნობს.  

რეიტინგის ლიდერია ფილიპინები, სადაც მოსახლეობის 90% სიყვარულს ყოველდღე გრძნობს. რეიტინგში ბოლო ადგილი სომხეთის მოქალაქეებმა დაიკავეს - სომხეთში რესპოდენტთა მხოლოდ 29% გრძნობს ბედნიერებას. რაც შეეხება საქართველოს - ჩვენს ქვეყანას 43% ერგო. საქართველოს 136 ქვეყანას შორის 132-ე ადგილზეა. ჩვენი ქვეყნის მსგავსად, 43% მიენიჭა მაროკოსა და ბელორუსს.

"ქვეყნებს შორის განსხვავება იმითაა განპირობებული, თუ სხვადასხვა კულტურაში როგორ განსაზღვრავენ სიყვარულს. მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში თუ სიყვარული უკავშირდება რომანტიკულ პარტნიორს, სხვაგან ეს გრძნობა ოჯახის წევრების, ან მეგობრების სიყვარულთან ასოცირდება", - განაცხადა ეკონომისტმა ჯასტინ ვოლტერსმა Gallup-ის რეიტინგთან დაკავშირებით.

ჯასტინმა და მისმა მეუღლემ ბეტსი სტივენსონმა გლობალური მონაცემები გამოიკვლიეს და აღმოაჩინეს, რომ სიყვარულის გრძნობა ყველაზე გააზრებულია მაშინ, როდესაც ადამიანები 30-40 წელს აღწევენ - ამასთან, დაუქორწინებელი წყვილები უფრო გრძნობენ სიყვარულს, ვიდრე დაქორწინებულები. შეიძლება განაცხადოთ, რომ ბედნიერება და სიყვარული იმ ქვეყნებშია, სადაც ოჯახები მატერიალურად უზრუნველყოფილნი არიან, მაგრამ რეიტინგში საპატიო ადგილები ღარიბი ქვეყნების წარმომადგენლებმაც დაიკავეს.

მომზადებულია trove.com-ის მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია