მეუფე იაკობის საყვედური სასულიერო პირებს - "ეს რომ არ მეთქვა, თქვენი მტერი ვიქნებოდი"

  მეუფე იაკობის საყვედური სასულიერო პირებს - "ეს რომ არ მეთქვა, თქვენი მტერი ვიქნებოდი"

მეუფე იაკობმა, ქადაგებისას, სასულიერო პირებს მიმართა.

"მინდა შევეხო ერთ საკითხს და ეს ეხება მხოლოდ სასულიერო პირებს. ამ ბოლო პერიოდში, ვისაც არ ეზარება, ყველა ცდილობს, რომ დაგვმოძღვროს ეკლესია. როდესაც სასულიერო პირი პირველსავე დაძახილზე გარბიხარ, მიდიხარ და სტუდიაში ჯდები ისე, რომ კურთხევას არ იღებ წახვიდე თუ არ წახვიდე... ვინმე ვინმეს უშლის სადმე წასვლას, ან იმის შიში გვაქვს რომელ ტელევიზიაში დაჯდება რომელი ადამიანი? ეს არავინ იფიქროს... არის სჯულის კანონი. თუ მაცხოვარი იცავდა სჯულის კანონს, თუ ის მერვე დღეს წავიდა და წინადაიცვითა - იყო ცოდვების მიტევებისთვის, როგორც ახლა არის ნათლობა, მეორმოცე დღეს თუ მივიდა. რაში ჭირდებოდა მას ეს? ამით გვიჩვენა, რომ ჩვენ სჯულს უნდა აღვასრულებდეთ.

რა უფლება გაქვს სასულიერო პირს სჯულის წინააღმდეგ მიდიოდე?! რამეთუ, მღვდელი არის ეპისკოპოსის დამხმარე, ეპისკოპოსი რასაც განუწესებს, იმ ფარგლებში მოქმედებს. თუ არ იცი სჯულის კანონიდან ის, რომ არ შეიძლება ასე თავისუფლად დადიოდე სადაც დაგიძახებენ, მაშინ სად მიდიხარ და ვის რა უნდა ასწავლო, თუ იცი და არ აღასრულებ, მაშინ უნდა გახსოვდეს რა დაემართა ქერუბიმ სატანაელს, როდესაც თავი უფალს გაუთანაბრა, ჩამოშორდა და გახდა სატანა.

როდესაც პატრიარქის ეპარქიაში, ანუ თბილისში მიდიხარ, კეთილი უნდა ინებო და ადგილობრივ მღვდელმთავარს შეეკითხო. რომ შეეკითხო, ცოტა ნაკლებად მაინც ხომ უნდა ჩათვალო თავი. თუ ტოლად თვლი თავს აღარ შეეკითხები. ამიტომ არის, რომ საშიში ის კი არ არის ტელევიზიაში მივიდნენ და ილაპარაკონ, საშიში არის ის, რომ ისეთმა ადამიანმა, რომელიც სჯულის კანონს არღვევს რა უნდა ილაპარაკოს. ვინც არ აღასრულოს და ისე ასწავლოს, უმცირესი ეწოდოს - სახარებაში წერია.

ამიტომ, ნუ მოგვინდება პოპულარობის მოხვეჭა ტელე გადაცემებით. ნუ დაგვავიწყდება, რომ როცა ბზობა იყო დიდებით შესვლა უფლის იერუსალიმში, რამდენ დღეში უკვე იგივე ხალხი იძახოდა ჯვარს აცვითო... ცვალებადია ხალხის განწყობა და ვიღაცა თუ ტაშს დაგიკრავს, არ უნდა გიხაროდეს, პირიქით - ფრთხილად უნდა იყო. ეს რომ არ მეთქვა, თქვენი მტერი ვიქნებოდი," - განაცხადა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.

იხილეთ ვიდეო

”გურია ნიუსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია