ზურაბ ჭიაბერაშვილი სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას აპირებს

ზურაბ ჭიაბერაშვილი სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას აპირებს

ზურაბ ჭიაბერაშვილი თავს უდანაშაულოდ ცნობს და განაჩენის გასაჩივრებას აპირებს. მისი თქით, ქუთაისის სასამართლო მიჩნეული იყო დაბალ ღობედ, სადაც გარანტირებული ჰქონდათ ერთი მხრივ, ვანო მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობა და განაჩენი.

"მე თავს უდანაშაულოდ ვთვლი და ასევე მიმაჩნია, რომ არც ვანო მერაბიშვილის მიმართ არ დასტურდება ის განაჩენი რაც დღეს მოსამართლემ გამოაცხადა. ჩვენ ვიცოდით კიდეც, რომ ხელისუფლების მხრიდან იყო ძალიან დიდი ზეწოლა სასამართლოზე და ბუნებრივია, ამ ზეწოლამ შედეგი გამოიღო. პრაქტიკულად წინასწარ ვიცოდით, რომ ეს შედეგი დადგებოდა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ბრძოლა, დავამტკიცოთ ჩვენი უდანაშაულობა. შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ განაჩენს, როგორც ვანო მერაბიშვილის, ისე ჩემს ნაწილში.

ამავდროულად, წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით რაც 21 მაისს აღმკვეთი ღონისძიებით შეგვეფარდა მე და ვანო მერაბიშვილს ეს სტარსბურგში გვაქვს გასაჩივრებული და ამას ბოლომდე მივიყვანთ", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ვანო მერაბიშვილს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს ჯარიმის სახით 50 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ