აგვისტოს ომის ცნობილი ფოტოგმირი უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა

აგვისტოს ომის ცნობილი ფოტოგმირი უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა

კარალეთის დევნილთა დასახლებაში უბედური შემთხვევის შედეგად ზაზა რაზმაძე გარდაიცვალა. საუბარია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გარდაცვლილ ზვიად რაზმაძის ძმაზე, რომელთა ფოტოსურათმა მსოფლიო მოიარა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კოტეჯის წინ ჯიხურის დადგმისას რკინის კონსტრუქცია სადენებს შეეხო და ზაზა რაზმაძე იმსხვერპლა. გარდაცვლილი გორის პროზექტურაში ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაასვენეს.

"ზაზა რაზმაძეს, გორის ძველი ბაზრიდან, სადაც დედამისი მეორადი ტანსაცმლით ვაჭრობდა, რკინის ჯიხური კარალეთის დევნილთა დასახლებაში, საკუთარი კოტეჯის წინ გადაჰქონდა. კოტეჯის სიახლოვეს კი ახალი ბაზარი მდებარეობს. ძველი ბაზრის გაუქმების შემდეგ მოვაჭრეების ნაწილი ახალ ბაზარში გადავიდა. თითოეულ მათგანს თავისი ნივთები ახალ ბაზარში გადააქვს. რაზმაძეებსაც სავაჭრო ჯიხური სპეციალური მანქანით ე.წ. ,,ამწე"-თი გადაჰქონდათ. ზაზა რაზმაძე "ამწეს" ხელით ეხმარებოდა, რა დროსაც ძაბვა ჯიხურის კონსტრუქციებზე გადავიდა. რაზმაძეები ერედვიდან არიან დევნილები და სოციალურ გაჭირვებას განიცდიან", - წერს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია