19 წლის თაკო ყურშავიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. გოგონას ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. საქმე 115-ე მუხლით აღიძრა რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს ორხევში, თაკო ყურშავიშვილის სახლში მოხდა.