რას ამბობენ 18 წლის გოგონას თვითმკვლელობის მიზეზებზე მისი ახლობლები

რას ამბობენ 18 წლის გოგონას თვითმკვლელობის მიზეზებზე მისი ახლობლები

ორხევის დასახლებაში, ჩანტლაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, სადაც 18 წლის თაკო ყურშავიშვილის ცხედარი იპოვეს, ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც "ინტერპრესნიუს" გარდაცვლილის მეზობლებმა განუცხადეს, სავარაუდოდ გოგონამ თავი მოიკლა, თუმცა მიზეზებზე საუბარი უჭირთ.

"არაფერი ვიცით რაც გავიგეთ არის ის, რომ მან თავი მოიკლა. გაოგნებულები ვართ მომხდარით. მგონი მშობლებმაც არაფერი იციან რა მოხდა და რატომ მოიკლა თავი მათმა შვილმა" , - განაცხადეს ყურშავიშვილის მეზობლებმა.

გარდაცვლილის საცხოვრებელ ბინასთან შეკრებილები არიან მისი მეგობრები და ახლობლები. მომხდარის მიზეზებს ვერც ისინი ასახელებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ თაკო ყურშავიშვილი უპრობლემო ადამიანი იყო და მათთვის წარმოუდგენილია თუ რა შეიძლება გამხდარიყო თვითმკვლელობის მიზეზი. მეგობრების ინფორმაციით, თაკო ყურშავიშვილი მეთორმეტე კლასში სწავლობდა.

როგორც გარდაცვლილის ნათესავები აცხადებენ, იმის გამო რომ ბინაში ექსპერტ-კრიმინალისტები ამ წუთებშიც მუშაობენ, მათ ბინაში არ უშვებენ და შესაბამისად, გარდაცვლილის მშობლები ვერ ნახეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ