3 წლის ბავშვი დააბეს, დედას კი დანით დაუსერეს სხეული – კრწანისის ტრაგედიის დეტალები

3 წლის ბავშვი დააბეს, დედას კი დანით დაუსერეს სხეული – კრწანისის ტრაგედიის დეტალები

დღეს, გამენიისას კრწანისის #3-ში მცხოვრები მაია მარსაგიშვილის სახლში თავდამსხმელები შეიჭრნენ, მათ დიასახლისი მოატყუეს, რომ გაზიდან იყვნენ. სახლში, სადაც მხოლოდ დედა-შვილი იმყოფებოდა, შეაღწიეს და დიდი ოდენობით თანხას ითხოვდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი წებოვანი ლენტით დააბეს, დედას კი დანით დაუსერეს სხეული – სასტიკი წამების შედეგად, მაია მარსაგიშვილმა გონება დაკარგა. თავდამსხმელებმა სახლი დატოვეს და გარედან ჩაკეტეს.

მეზობლები ყვებიან, რომ გამთენიისას, მას შემდეგ რაც მაია მარსაგიშვილი გონს მოვიდა, აივნიდან მისი თავგანწირული კივილი გაიგეს, რის შემდეგაც აღმოაჩინეს სახლში ჩაკეტილი დედა-შვილი.

სამართალდამცველების გამოძახების შემდეგ, დედა-შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეზობლების თქმით, ახალგაზრდა დედა შოკირებული იყო. ცნობილია, რომ დედა-შვილი ამჟამად უკვე გაწერეს საავადმყოფოდან.

მარსაგიშვილების ოჯახზე ეს მეორე თავდასხმაა. პირველად, 2010 წელს, ორსულ მაია მარსაგიშვილს თავს იმავე ბინაში დაესხნენ, თუმცა წლების წინ მომხდარი ამ დრომდე არ გამოუძიებიათ.

"არაფერი არ გამოუძიებიათ, ის რომ გამოძიებული ყოფილიყო, ამას ხომ ვერ გაბედავდნენ. სახლიდან მაშინ ვერაფერი წაიღეს. მაშინ მაიკო ორსული იყო და დააუთოვეს. არავისთან არაფერი კონფლიქტი არ აქვთ, გადასარევი ოჯახი და გოგოა", - თქვა მაია მარსაგიშვილის მამიდაშვილმა ხათუნა ბარვენაშვილმა.

მეზობლებიც ამბობენ, რომ წესიერი და მშრომელი ოჯახია, თუმცა რატომ გახდა ორჯერ ყაჩაღების ობიექტი არ იციან.

"საშუალო შესაძლებლობების ოჯახია. ისეთი მიმზიდველი ნამდვილად არაფერი აქვთ, რომ ინტერესი ჰქონდეს ვინმეს", - ამბობს მეზობელი რუსუდან გიორგობიანი.

Ambebi.ge მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა, სადაც ადასტურებენ, რომ ჯერ კიდევ 2010 წელს მომხდარ ყაჩაღობაზე საქმე ამ დრომდე არ არის გახსნილი.

"მარსაგიშვილებზე ყაჩაღური თავდასხმა 2010 წელს მოხდა. ეს საქმე გაუხსნელია, მიმდინარეობს ძიება, ხოლო რაც შეეხება ბოლო ფაქტს, მასზეც მიმდინარეობს ძიება", - განაცხადა პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა თემურ დოლიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე საქმე ყაჩაღობის მუხლით აღძრა. ჯერ უცნობია, გავიდა თუ არა გამოძიება რაიმე კვალზე.

ხათუნა გაგნიძე, Ambebi.ge

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ