"ბი­ბი­ლო­ი­ა­ნი" ბეწ­ვის ხი­დე­ბი

"ბი­ბი­ლო­ი­ა­ნი" ბეწ­ვის ხი­დე­ბი

არა­სო­დეს გიც­დი­ათ თქვე­ნი ბი­ნის, სამ­სა­ხუ­რის ან თუნ­დაც მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის ფან­ჯ­რი­დან "ბი­ბი­ლო­ი­ა­ნი" ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და­გეთ­ვა­ლათ? დღის სა­ა­თებ­ში ქა­ლაქ­ში მოძ­რა­ვი ტრან­ს­პორ­ტის და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი - ტაქ­სია. ღა­მის სა­ა­თებ­ში კი მა­თი წი­ლი ალ­ბათ 80 პრო­ცენ­ტ­საც აჭარ­ბებს.

ოფი­ცი­ა­ლუ­რად თბი­ლის­ში 800 ათას­ზე მე­ტი ავ­ტო­სატ­რან­ს­პორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა მოძ­რა­ობს. ყვე­ლა­ზე მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი გა­მოთ­ვ­ლი­თაც კი, მა­თი მე­ოთხე­დი ტაქ­სია. ნუ­თუ მარ­თ­ლა ასე კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლა­დაა საქ­მე, რომ არ­ც­თუ დიდ ქა­ლაქ­ში 200 000-ზე მე­ტი შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი მა­მა­კა­ცი თვით­და­საქ­მე­ბის ამ გზის გარ­და ოჯა­ხის რჩე­ნას ვე­რაფ­რით ახერ­ხებს? სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, ამ თე­მა­ზე აქამ­დე სე­რი­ო­ზუ­ლად არა­სო­დეს მი­ფიქ­რია.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ დი­დუ­ბი­დან ნავ­თ­ლუ­ღამ­დე ტაქ­სით მგზავ­რო­ბამ მო­მი­წია. მძღო­ლი ახალ­გაზ­რ­და კა­ცი იყო, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბა­საც გარ­კ­ვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო არ გა­ვამ­ჟ­ღავ­ნებ. სა­უ­ბა­რი ქა­ლაქ­ში ტაქ­სე­ბის სიმ­რავ­ლე­ზე ჩა­მო­ვარ­და:

- კარ­გი ცხოვ­რე­ბის გა­მო სა­ტაქ­სა­ოდ არა­ვინ გა­მო­დის. მარ­თა­ლია, და­ყა­ჩა­ღე­ბე­ბი აღარ ხდე­ბა, მაგ­რამ "გა­დაგ­დე­ბე­ბი" და სა­დარ­ბა­ზო­ებ­ში "სკვაზ­ნო­ის გა­კე­თე­ბა" ისევ მო­სუ­ლა. მა­გა­რი ნერ­ვე­ბი უნ­და გქონ­დეს, რომ წლე­ბი კი არა, თუნ­დაც თვე გა­უძ­ლო ასეთ სა­მუ­შა­ოს.

- სხვა სა­მუ­შა­ოს პოვ­ნა არ გიც­დია?

- ვმუ­შა­ობ - მე­ხან­ძ­რე ვარ, მაგ­რამ ოჯახს იმ­დე­ნი სჭირ­დე­ბა, ხელ­ფა­სით ვერ გასწ­ვ­დე­ბი. უმუ­შე­ვარ კაცს რომ ვე­უბ­ნე­ბი, - 700 ლა­რამ­დე ხელ­ფა­სი მაქვს-მეთ­ქი, უკ­ვირს - რა­ღა გე­ტაქ­სა­ვე­ბაო? სა­მი შვი­ლი, დი­ა­სახ­ლი­სი მე­უღ­ლე და პენ­სი­ო­ნე­რი დე­და მყავს. არ მინ­და, ჩემ­მა შვი­ლებ­მა თა­ნა­ტო­ლებს ელე­მენ­ტა­რუ­ლის გა­მო შე­ნატ­რონ. ჰო­და, ეს გა­მო­სა­ვა­ლი ვნა­ხე.

- რო­გორ ათავ­სებ მე­ხან­ძ­რე­ო­ბა­სა და ტაქ­სა­ო­ბას?

- სა­ხან­ძ­რო­ში სამ დღე­ში ერ­თხელ ვმო­რი­გე­ობ, და­ნარ­ჩენ დროს კი ვტაქ­სა­ობ. არც თავს ვიკ­ლავ, მაგ­რამ დღე­ში სადღაც 30-40 ლა­რამ­დე გა­მომ­დის. ძი­რი­თა­დად დღე ვმუ­შა­ობ; თუმ­ცა, ღა­მით მუ­შა­ო­ბა სჯობს, ორი ამ­დენ­საც აკე­თე­ბენ ბი­ჭე­ბი.

- მერე, ძი­ლი ან დას­ვე­ნე­ბა არ გინ­და?

- თუ თავს შე­ვატყვე, რომ ძი­ლი მჯობ­ნის, მან­ქა­ნას ვა­ჩე­რებ და ერ­თი სა­ა­თით წა­ვუ­ძი­ნებ. სახ­ლ­თან ახ­ლოს თუ ვარ, სახ­ლ­შიც შე­ვირ­ბენ ხოლ­მე. რო­ცა ამ­ხე­ლა ოჯა­ხი და ორი კრე­დი­ტი გა­წევს, რა და­გა­ძი­ნებს?!

- თქვე­ნი ბი­ჭე­ბი­დან ბევ­რი ტაქ­სა­ობს?

- თით­ქ­მის ყვე­ლა. მარ­ტო ჩვე­ნე­ბი კი არა, ყვე­ლა ტაქ­სა­ობს, ვი­საც ცვლებ­ში უწევს მუ­შა­ო­ბა, - დაც­ვის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი, რკი­ნიგ­ზე­ლე­ბი, ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლე­ბიც კი ტაქ­სა­ო­ბენ თა­ვი­სუ­ფალ დღე­ებ­ში. ცვლას რომ გა­და­ვა­ბა­რებთ, პირ­და­პირ სამ­სა­ხუ­რის გა­მო­სას­ვ­ლელ­ში ვა­მაგ­რებთ "ბი­ბი­ლოს", - იქ­ნებ სახ­ლ­ში მის­ვ­ლამ­დე ორი კა­პი­კი გა­ვა­კე­თოთ.

- ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა რას გე­უბ­ნე­ბათ?

- რა უნ­და გვითხ­რან? ვცდი­ლობთ, მა­გათ ყუ­რამ­დე არ მი­ვი­დეს. რომც გა­ი­გონ, რო­გორ უნ­და ამიკ­რ­ძა­ლონ თა­ვი­სუ­ფალ დროს ტაქ­სა­ო­ბა?

ამა­სო­ბა­ში ნავ­თ­ლუღ­შიც მი­ვე­დით. ჩემს "რეს­პონ­დენტს" და­ვემ­შ­ვი­დო­ბე, მაგ­რამ უსი­ა­მოვ­ნო ფიქ­რი კი ამეკ­ვი­ა­ტა: ტაქ­სი­ში იმის­თ­ვის ჯდე­ბი, რომ ად­გი­ლამ­დე სწრა­ფად და უსაფ­რ­თხოდ მიხ­ვი­დე. არა­და, მძღოლს შუბ­ლ­ზე ხომ არ აწე­რია, რომ წუ­ხელ მო­რი­გე იყო და თვა­ლი არ მო­უ­ხუ­ჭავს? ერ­თი მხრივ, რო­გორც ტაქ­სის მძღო­ლი, რის­კავს სა­კუ­თარ და სხვის სი­ცოცხ­ლე­საც. მე­ო­რე მხრივ, სამ­სა­ხურ­ში სა­მო­რი­გე­ოდ ორი დღე-ღა­მის ნა­ტაქ­სა­ვე­ბი რომ მი­დის, შეძ­ლებს ხან­ძარ­ზე სა­თა­ნა­დოდ მუ­შა­ო­ბას, დაც­ვის პო­ლი­ცი­ა­ში და­სა­ცა­ვის დაც­ვას ან რკი­ნიგ­ზა­ში უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ზე ფიქრს? ამ ხალხს ცხოვ­რე­ბამ ბეწ­ვის ხი­დის­კენ უბიძ­გა და ისი­ნიც და­დი­ან, რომ მათ შვი­ლებს ბავ­შ­ვო­ბა არ მო­აკ­ლ­დეთ, მათ მე­უღ­ლე­ებს სტუმ­რის მი­ღე­ბის არ შე­ე­შინ­დეთ, მათ მშობ­ლებს არ შეს­ცივ­დეთ. და ეს ყვე­ლა­ფე­რი რის­კის ფა­სად: მა­თი, ჩე­მი, თქვე­ნი სი­ცოცხ­ლი­სა და ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის რის­კის ფა­სად. აქ "საქ­ს­ტა­ტის" მო­ნა­ცე­მე­ბიც უძ­ლუ­რია. ეს რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბაა, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ სტა­ტის­ტი­კას არაფ­რის­მ­თ­ქ­მელ ციფ­რე­ბად აქ­ცევს.

გი­ორ­გი ნო­ზა­ძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია