The Daily Beast - "ქართული ღვინის ხელმეორე დაბადება"

The Daily Beast - "ქართული ღვინის ხელმეორე დაბადება"

ამერიკული ახალი ამბების ვებსაიტზე The Daily Beast ჯორდან სალსიტოს სტატია დაიბეჭდა. სტატიაში ქართულ ღვინოზეა საუბარი.

"საქართველოს რესპუბლიკა სოჭიდან სამხრეთით, 260 მილშია, შავი ზღვის სანაპიროზე. მიუხედავად ამისა, საეჭვოა, სოჭში ოლიმპიელებმა და ტურისტებმა ამ ზამთარს ბევრი ქართული ღვინო დალიონ. შარშან აქ ქართული ღვინის ყიდვაც კი არ შეეძლოთ, რადგანაც ქართულ ღვინოს 7 წლიანი აკრძალვა შეეხო. 2006 წელს რუსეთმა ქართულ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე, მათ შორის ღვინოზე ემბარგო დააწესა. გენადი ონიშენკო ამტკიცებდა, რომ პროდუქტები და ღვინო პესტიციდებით დაბინძურებული იყო.

ემბარგომდე რუსეთი საქართველოს ღვინის პროდუქციის 80%-ს ყიდულობდა. 2013 წლის ივნისში რუსეთმა ემბარგო მოხსნა და საქართველომ რუსეთში ექსპორტი 2006 წლის შემდეგ, პირველად განაახლა. თუმცა, საქართველო ღვინის თვალსაზრისით, მანამდეც ყურადღების ცენტრში იყო. ქვეყანა მსოფლიოში ღვინის უძველესი რეგიონია. საქართველოს ძალისხმევა, შეაღწიოს მსოფლიო ბაზარზე, შთამბეჭდავია. მწარმოებლები მაქსიმალურად ცდილობენ, შეინარჩუნონ ტრადიციული წარმოება და ამასთან, გლობალურ დონეზე კონკურენციას გაუძლონ. უდავოა, რომ ქართული ღვინო რეგიონის ოქროს სტანდარტი გახდა", - წერია სტატიაში.

მომზადებულია The Daily Beast-ის მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია