რა ქონებას ფლობენ გურული პარლამენტარები

რა ქონებას ფლობენ გურული პარლამენტარები

რა ქონებას ფლობენ ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატები? გურული პარლამენტარების ქონებრივ დეკლარაციებს "გურია ნიუსი" აქვეყნებს.

ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი, თეიმურაზ ჩხაიძე მეუღლესთან, ლია მაჭარაშვილთან, შვილთან, ლევან ჩხაიძესთან და რძალთან - მარიამ დათაშვილთან ერთად ცხოვრობს. ჩხაიძის საკუთრებაშია 32 კვ.მ ბინა თბილისში, დიღმის მასივში. მან წინა წელს, როგორც პარლამენტის წევრმა, ხელფასის სახით 14727.17 ლარი მიიღო.

დეკლარაციის შევსებისას ჩხაიძეების ოჯახის საბანკო ანგარიშები ასე გამოიყურებოდა: თეიმურაზ ჩხაიძე - ბანკი "ქართუ", სახელფასო 1700.00 GEL კრედიტი(+). ლია მაჭარაშვილი - "ტაოპრივატ ბანკი", ანაბარი, 3000.00 UD კრედიტი(+); ლია მაჭარაშვილი "ტაოპრივატ ბანკი", ანაბარი, 1200.00 USD კრედიტი(+); ლია მაჭარაშვილი "ტაოპრივატ ბანკი", ანაბარი, 1300.00 GEL კრედიტი(+). ლევანი ჩხაიძე "კორსტანდარტ ბანკი", სახელფასო, 100.00 GEL კრედიტი(+) და ასევე "საქართველოს ბანკი", სახელფასო, 300.00 GEL კრედიტი(+).

ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი, თეიმურაზ ჭკუასელი მეუღლესთან, ნანა კობიძესთან და შვილთან, მამუკა ჭკუასელთან ერთად ცხოვრობს.

ჭკუასელის მფლობელობაშია 80 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი და 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერში. ის თბილისში, წერეთლის პროსპექტზე არსებული 80 კვ.მ ფართის ბინის 30%-ის მესაკუთრეა, ხოლო ბინის 70%-ს მისი მეუღლე ფლობს. ნანა კობიძე თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე 103 კვ.მ ბინის მფლობელიც არის. მაჟორიტარს 96 კვ.მ ფართის საცხოვრებელი სახლი და 300 კვ.მ მიწის ფართობი აქვს სოფელ გრიგოლეთში. მასვე ეკუთვნის ბაკურიანში, სასტუმრო "მგზავრებში" 30.კვ.მ ფართის ბინა.

დეპუტატმა, გასულ წელს ხელფასის სახით 14727.17 შემოსავალი მიიღო. ქველმოქმედების სახით კი, ფონდ "ქართუდან" 27000 ლარი. თეიმურაზ ჭკუასელს ბანკ "ქართუდან" 10000 დოლარის იპოთეკური სესხი აქვს აღებული.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა