ბესარიონ აპლიას შვილი მოსკოვში გარდაცვლილი იპოვეს

 ბესარიონ აპლიას შვილი მოსკოვში გარდაცვლილი იპოვეს

მოსკოვში, ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის თვითაღიარებული ლიდერის, ბესარიონ აპლიას შვილი, დიაკვანი ასტიონ აპლია გარდაცვლილი იპოვეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, 31 წლის აპლიას გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა.

"ასტიონ აპლიას ცხედარი მის მანქანაში ნახეს. წინასწარი ინფორმაციით, სხეულზე ძალადობის კვალი არ აღინიშნება", - აცხადებენ მოსკოვის საპატრიარქოში.

ასტიონ აპლია მოსკოვის სასულიერო სკოლაში სწავლობდა და სამების-სერგიევის ლავრაში დიაკვნად მსახურობდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია