გია გაჩეჩილაძემ უმრავლესობა დატოვა

გია გაჩეჩილაძემ უმრავლესობა დატოვა

დეპუტატმა გია გაჩეჩილაძემ კოლეგებს უმრავლესობის დატოვების შესახებ აცნობა. "დღეს "მწვანეთა პარტიისთვის" მნიშვნელოვანი დღეა, რადგან პარტია ოფიციალურად ტოვებს უმრავლესობას" , - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ სესიაზე და შესაბამისი განცხადებისთვის დროის გამოყოფა მოითხოვა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მისი ეს მოთხოვა არ დააკმაყოფილა. უსუფაშვილმა განმარტა, რომ ასეთი შინაარსის განცხადების გაკეთება სესიაზე რეგლამენტით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ მას შეეძლო განცხადება პარლამენტის შენობაში გაეკეთებინა.

ცნობისთვის, გაჩეჩილაძის უმრავლესობისადმი განაწყენების და უკმაყოფილების მიზეზები პარტიის დაფინანსების საკითხში მდგომარეობს.

გია გაჩეჩილაძე კოალიციის წევრია, როგორც ინდივიდუალური პირი - "მწვანეთა პარტია" კოალიცია "ქართულ ოცნებაში" არ შედის.

გაჩეჩილაძემ საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად, ფრაქცია "ქართული ოცნებაც" დატოვა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა