მარგველაშვილი იანუკოვიჩს ძალადობის შეჩერებისკენ მოუწოდებს

მარგველაშვილი იანუკოვიჩს ძალადობის შეჩერებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავის უკრაინელ კოლეგას მომიტინგეების მიმართ ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა.

"მინდა, გამოვხატო უაღრესი შეშფოთება უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო. ამ მოვლენების შედეგად ათობით ადამიანი გარდაიცვალა და ასობით ადამიანი დაიჭრა. მინდა, გამოვუცხადო სამძიმარი გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქის ზურაბ ხურციას ოჯახს. მიმაჩნია, რომ სიტუაცია კიევში საგანგაშოა. მინდა, მოვუწოდო ჩემს კოლეგას, ვიქტორ იანუკოვიჩს ყველა ძალისხმევა იხმაროს, რათა გააჩეროს ძალადობა მომიტინგეთა მიმართ და დაიწყოს ოპოზიციასთან დიალოგი. ვუერთდები ჩემი კოლეგების, ევროპის ლიდერების პოზიციას, რომ უნდა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და ოპოზიციასთან დასხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან. ჩვენ მანამდეც გავუსვით ხაზი, რომ უმაღლესი ხელისუფალთათვის ყველაზე მაღალი ღირებულება არის ადამიანთა სიცოცხლე და ქვეყნის ერთიანობა და სუვერენიტეტი. მე იმედი მაქვს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ამ ჭრილში გადაწყდება", - განაცხადა მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა