როგორ მოვხიბლოთ კაცი?

როგორ მოვხიბლოთ კაცი?

ყველა მამაკაცი ინდივიდუალურია, მაგრამ არსებობს რიგი საკითხები, რომელზეც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრები კაცი ერთნაირად რეაგირებს.

თვალები: ქალები ცდილობენ, რომ თვალებით კონტაქტს თავი აარიდონ. თუ მამაკაცის მზერას შენიშნავთ, ნუ შეგეშინდებათ, თვალებში ჩახედოთ. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ეს თვალებით კონტაქტი უნდა იყოს და არა მიშტერება.

ღიმილი: კაცებს უყვართ ქალები, რომლებიც იღიმებიან. ღიმილი სახეს ანათებს. მომღიმარი ქალის მიმართ მამაკაცი პოზიტიურადაა განწყობილი. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ ეს მხოლოდ ნაზ ღიმილს ეხება - ისტერიული სიცილით მათ დააფრთხობთ.

თავდაჯერებულობა: თავდაჯერებული ქალი ყოველთვის სექსუალურია. მთავარია, საკუთარ კონტურებში თავს კომფორტულად გრძნობდეთ. თუმცა, ზოგიერთ ქალს სიტყვა თავდაჯერებულობა ქედმაღლობასა და თვითკმაყოფილებაში ეშლება. ასეთ შემთხვევაში, მარტო ყოფნა დიდხანს მოგიწევთ.

ქალურობა: ყველაფერი, რაც ამ სიტყვაში ეტევა, სექსუალურობას უტოლდება. თუ კაცთან მეგობრობა გსურთ, ამ თემაზე დარდი არ ღირს, მაგრამ თუ უფრო ღრმა ურთიერთობას ელით, უმჯობესია ქალურად მოიქცეთ და შესაბამისადაც შეიმოსოთ.

ინტერესი: აუცილებლად ჰკითხეთ მისი ცხოვრების შესახებ და გაარკვიეთ, რა ჰობი აქვს. ყველა ადამიანს უყვარს, როდესაც საკუთარ თავზე საუბრობს. ამით მამაკაცს აგრძნობინებთ, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე შეყვარებული არ ხართ. თუმცა, მნიშვნელოვანია გააცნობიეროთ, რომ საჭიროა მის მიმართ ინტერესი გამოხატოთ და არა დეპრესიული ქალის იმიჯი მოირგოთ, რომელსაც პირველივე პაემანზე კაცის ოჯახის წევრების, ნათესავებისა, თუ ყოფილი საყვარლების ცხოვრება აინტერესებს.

შეაქეთ მისი სამოსი: არაფერი დაშავდება თუ კომპლიმენტს ეტყვით და მოიწონებთ მის მაჯის საათსა, თუ ჰალსტუხს. თუმცა, კომპლიმენტის თქმას მის ღიმილსა, თუ თვალებზე არ გირჩევთ.

მოიქეცით ბუნებრივად: მამაკაცთან თამაში, ან თავის მოკატუნება, რომ იდეალური ხართ, არასასურველი ფინალით დაგვირგვინდება. აუცილებელია, გულწრფელად მოიქცეთ. გახსოვდეთ, ყალბი ქალი შარმიანი ვერასდროს იქნება.

იუმორის გრძნობა: მამაკაცს მოსწონს გოგონა, რომელსაც კარგი იუმორის გრძნობა აქვს. კაცები ფიქრობენ, რომ ასეთი პარტნიორის მეგობრებისთვის გაცნობა საშიში არ იქნება.

დახვეწილი სამოსი: ბოტასსა და ჯინსში გამოწყობილი საკუთარი თავი მოგწონთ? მამაკაცები ესთეტიკურ მხარეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ჩაიცვით გლამურული კაბა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ლამაზი სამკაულები და არც მაკიაჟი დაივიწყოთ. ამის შემდეგ თქვენი პარტნიორი უფრო ფხიზლად იქნება, რადგან ეცოდინება, რომ თქვენისთანა ლამაზი ქალის მიტოვების შემთხვევაში, თქვენთან ურთიერთობის მსურველ მარტოხელა კაცებს გაახარებს. 

მომზადებულია yahoo.com-ის მიხედვით.

რა უნდა მოიმარაგოთ იმ შემთხვევისთვის, თუ კარანტინში ყოფნა მოგიწევთ

როგორ ვიმუშაოთ სახლიდან - რეკომენდაციები მათ, ვინც კორონავირუსის გამო დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა

2020 წლის ივლისისთვის ვირუსი სრულად მართვადი გახდება - ცნობილი რუსი ასტროლოგები კორონავირუსის მიზეზებზე და გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს