ავტორი:

როგორ ვიმუშაოთ სახლიდან - რეკომენდაციები მათ, ვინც კორონავირუსის გამო დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა

როგორ ვიმუშაოთ სახლიდან - რეკომენდაციები მათ, ვინც კორონავირუსის გამო დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დასაქმებულთა დიდი ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

უკვე საქართველოშიც, არაერთმა სახელმწიფო და საჯარო უწყებამ დაიწყო დისტანციურად მუშაობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ასევე საქართველოს ხელისუფლება, რეკომენდაციას უწევენ კომპანიებს, რომ დასაქმებულებს სახლიდან მუშაობის შესაძლებლობა მისცენ.

არიან ადამიანები, რომლებსაც დისტანციურად მუშაობის გამოცდილება აქვთ, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ეს ახალი გამოწვევაა. იმისთვის, რომ სახლიდანაც არანაკლებ პროდუქტიულად იმუშაოთ, გთავაზობთ რეკომენდაციებს:

  • მოამზადეთ სამუშაო სივრცე

სამუშაო განწყობის შესაქმნელად, კონცენტრაციისთვის, აუცილებელია, რომ გქონდეთ შესაბამისი სამუშაო გარემო. ექსპერტები ამბობენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ იმუშაოთ საწოლიდან. პოზიტიური განწყობის შესანარჩუნებლად, პროდუქტიულობისთვის აუცილებელია, რომ სახლში მოაწყოთ სამუშაო სივრცე, კუთხე, რომელიც თქვენს განწყობაზე დადებითად იმოქმედებს და მუშაობაში ხელს შეგიწყობთ.

  • უმნიშვნელოვანესია გამართული ტექნოლოგიები

მოაწესრიგეთ კომპიუტერები, მნიშვნელოვანია ინტერნეტის გამართულად მუშაობა. დარწმუნდით, რომ ყველაფერი წესრიგშია. სხვა შემთხვევაში დისტანციურ რეჟიმში მუშაობა წარმოუდგენელია.

  • მუშაობა დაიწყეთ ადრე

როცა ოფისში გიწევთ წასვლა, დილით ადრე დგებით, ფხიზლდებით და უფრო მობილიზებულები ხართ. სახლში კი, შესაძლოა, დაგეზაროთ ადრიანად ადგომა და საწოლიდან გადაწყვიტოთ მუშაობა. ასე არ მოიქცეთ. ექსპერტები გირჩევენ, რომ სახლშიც ისე მობილიზდეთ, თითქოს ოფისში მიდიხართ, დაიწყეთ მუშაობა დილიდანვე.

  • მოიქეცით ისე, თითქოს ოფისში მიდიხართ

სახლიდან მუშაობა არ ნიშნავს უქმად ყოფნას. მნიშვნელოვანია, რომ ეს გააცნობიეროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ იქნებით პროდუქტიულები. როცა სახლიდან მუშაობთ, დილით გააკეთეთ ის ყველაფერი, რასაც აკეთებდით მაშინ, როცა სამსახურში, ოფისში მიდიოდით. დააყენეთ მაღვიძარა, მოიმზადეთ ყავა, ჩაიცვით ლამაზად. მოემზადეთ ისე, როგორც ადრე და კონცენტრირდით საქმეზე.

  • მართეთ თქვენი დღე ისე, როგორც ამას ოფისში მისვლის დროს აკეთებდით

როცა სახლიდან მუშაობთ საკუთარი თავის პირადი მენეჯერი თავად ხართ. შეადგინეთ განრიგი, დღის გეგმა, ასევე, გამოყავით შესვენებისთვის დღის კონკრეტულ მონაკვეთში დრო. ჩამოწერეთ გასაკეთებელი საქმეების სია.

  • ნუ იქნებით მუდმივად კომპიუტერთან

ყოველ საათში ადექით, სახლშივე გაიარ-გამოიარეთ. შეგიძლიათ, რამდენიმე წუთიანი მარტივი ვარჯიშებიც გააკეთოთ. შედეგად, არ მოდუნდებით და როცა კორონავირუსის საფრთხე ჩაივლის, ჯანმრთელები და ჯანსაღები იქნებით.

  • აუხსენით ოჯახის წევრებს, რომ მუშაობაში ხელი არ უნდა შეგიშალონ

რა თქმა უნდა, სახლიდან მუშაობის პირობებში უმეტეს ადამიანს კომპანიონი ჰყავს - დედ-მამა, მეუღლე, დედმამიშვილი, ბებია-ბაბუა, შვილი და ა.შ. აუხსენით მათ, რომ სახლიდან მუშაობა არ გულისხმობს სახლში ყოფნას. უმნიშვნელოვანესია, რომ გააცნობიერონ ეს და პატივი სცენ თქვენს სამუშაო სივრცეს.

  • ინტერაქცია ადამიანებთან

რა თქმა უნდა, აუციელებლად გქონდეთ კომუნიკაცია ადამიანებთან, როგორც ონლაინ, ასევე სახლში მყოფებთან, მაგრამ ბალანსი უნდა დაიცვათ და დრო უსარგებლო ჭორაობაში არ უნდა დაკარგოთ.

  • დააწესეთ მუშაობის დასრულებისთვის კონკრეტული დრო

სახლიდან მუშაობა, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს, რომ 24-საათიან რეჟიმში უნდა იმუშაოთ. დამსაქმებლებს თავიდანვე მკაფიოდ დაელაპარაკეთ ამ საკითხზე და დაასრულეთ მუშაობა კონკრეტულ დროს.

  • არ იმუშაოთ ტელევიზორის წინ

დაუშვებელია ასეთი მუშაობა. შესაძლოა, თვლით, რომ ხელი არ გეშლებათ, მაგრამ რეალურად ასე არ არის. ყურადღება მაინც გეფანტებათ და ნაკლებ პროდუქტიულები ხართ. სამუშაო დღის დასრულების შემდეგ კი შესაძლოა ბევრი შეუსრულებელი საქმე დაგრჩეთ სწორედ იმის გამო, რომ მუშაობის პარალელურად ტელევიზორს უყურებდით.

  • იკვებეთ ჯანსაღად

ეს უმნიშვნელოვანესია. მოიმზადეთ ჯანსაღი საკვები. გაიუმჯობესეთ იმუნიტეტი.

  • არ ისარგებლოთ სოციალური ქსელებით

თუ ისეთი სამსახური გაქვთ, რომელსაც არ სჭირდება სოციალური ქსელები, აუცილებლად გამორთეთ ისინი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დღის ბოლოს ბევრი შეუსრულებელი საქმე დაგრჩებათ.

ასე რომ, მოემზადეთ, მობილიზდით და დისტანციურად მუშაობამ არ შეგაშინოთ! წარმატებებს გისურვებთ!

"მე შენ მიყვარხარ 67 წელია, ქორწინების იუბილეს გილოცავ!" - რა სიურპრიზი გაუკეთა ამერიკელმა პენსიონერმა კარანტინში მყოფ ცოლს

გერმანელი ფსიქოთერაპევტის საოცარი დასკვნა ოჯახურ და ფინანსურ ბედნიერებაზე - "ღიპი - დედასთან პრობლემებია, უფულობა - მამასთან"

რატომ ყიდულობენ ადამიანები პანიკურად ტუალეტის ქაღალდს - "ქაღალდი რომ დაგვიმთავრდეს, რას გამოვიყენებთ მის ნაცვლად?"