მინისტრების ცოლების ''ფეისბუქ''- ვნებები

მინისტრების ცოლების ''ფეისბუქ''- ვნებები

დაახლოებით ორი წელია, რაც სოციალური ქსელი ქართველების ცხოვრებაში აქტიურად შემოიჭრა. ხშირად პოლიტიკოსები თუ ქვეყნის პირველი პირები პოლიტიკურ განცხადებებს ''ფეისბუქის'' საშულებით ავრცელებენ. ერთია განცხადება და მეორე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოლიტიკური სტატუსი, რაც ნებისმიერი ინტერნეტგამოცემისა და ჟურნალ-გაზეთისთვის გემრიელ საკბილოდ იქცევა.

ცნობილი ადამიანების მიერ ზოგჯერ ცხელ გულზე დაწერილ სტატუსებს ხშირად მათი კარიერა შეუწირავთ. ამის ცოცხალი მაგალითი გახლდათ ხათუნა ხუნდაძე, რომელიც კულტურის მინისტრის მოადგილე მხოლოდ იმიტომ ვერ გახდა, რომ არჩევნებამდე ''ფეისბუქზე'' უცენზურო სტატუსებით გამოირჩეოდა.

ხშირად დავობენ, აქვს თუ არა ჟურნალისტს უფლება, ცნობილი ადამიანების სტატუსები მათი ნებართვის გარეშე ნიუსებად აქციოს, თუმცა ფაქტია, რომ როდესაც სოციალურ ქსელში მინიმუმ 3000 მეგობარი გყავს, შენს კედელზე შემოსვლა და სტატუსების წაკითხვა ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია. სივრცე საჯაროა და ჟურნალისტებზე გადაბრალების ნაცვლად მეტი დაფიქრება მართებთ.

ამჯერად ყურადღებას მინისტრების მეორე ნახევრებზე და სოციალურ სივრცეში მათ აქტიურობაზე შევაჩერებთ.

პრემიერ-მინისტრის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილის გარშემო ინტერესი საზოგადოებაში განსაკუთრებულად დიდია. მიუხედავად იმისა, რომ მათი სიყვარულის ამბის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, ნუნუკა არასოდეს ლაპარაკობს პრესასა და ტელევიზიასთან. არ ვიცით, როგორი ქმარია ირაკლი ღარიბაშვილი, რა სიურპრიზებს უწყობს საყვარელ ქალს, შეცვალა თუ არა თანამდებობამ, რამდენად რჩება დრო ოჯახისთვის. უცნაურია, მაგრამ ''ნაციონალური მოძრაობის'' ბოლო წლების კარჩაკეტილობის მიუხედავად, სანდრა რულოვსის რამდენიმე ინტერვიუ მაინც გამოქვეყნდა ფავორიტ პრესასა თუ მედიაში. ამ შემთხვევაში ესეც სანატრელი გვაქვს. ნუნუკა ''ფეისბუქზე'' არჩევნებში ''ქართული ოცნების'' გამარჯვების შემდეგ ნაკლებად აქტიურობს. მხოლოდ ოჯახურ ფოტოებს, მეუღლის პოლიტიკურ ინტერვიუებს და პრემიერ-მინისტრის ვიზიტებზე სიახლეებს აქვეყნებს. მთავარ ფოტოდ მეუღლესთან ერთად ინაუგურაციის დროს გადაღებული სურათი აქვს დაყენებული, ''ქავერ'' ფოტოდ კი ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის საერთო ფოტო.

ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე დიდი ხანია, ყველაზე გემრიელ ლუკმად იქცა ინეტრნეტსაიტებისთვის. ნათია ყოველდღიურად აქტიურობს ''ფეისბუქზე'' და მისი სტატუსები ხშირად ხდება ნიუსების თემა. სხვათა შორის, არაერთხელ აღმოჩნდა თავის მართლების პოზიციაში, რადგან გულწრფელად და მხიარულად დაწერილი სტატუსები საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა არასწორად გაიგო. განსაკუთრებით სკანდალური აღმოჩნდა მისი ერთ-ერთი ბოლო მოსაზრება ქართველების ''წითელ წიგნში'' მოხვედრის შესახებ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია