ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ბათუმში, ვარდების სკვერში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები სკვერში დროშებითა და ტრანსფარანტებით შეიკრიბნენ. როგორც აქციის ორგანიზატორმა "ახალგაზრდული ინიციატივა - მომავალი საქართველოსთვის" ხელმძღვანელმა ლაშა ადამიამ აღნიშნა, ბათუმელები მხარს უჭერენ უკრაინის ევროპულ არჩევანს და მწუხარებას გამოთქვამენ დაღუპულების გამო.

"ვმართავთ სოლიდარობის აქციას და მხარს ვუჭერთ უკრაინის ევროპულ არჩევანს. მწუხარებას გამოვთქვამთ აქციაზე დაღუპულების გამო. მხარს ვუჭერთ იმ ხალხს, რომელიც ცდილობს რუსეთის ბრჭყალებს გაექცეს", - აღნიშნა ლაშა ადამიამ.

ვარდების სკვერში უკრაინის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია