ლაგოდეხის რაიონის სოფლის რწმუნებულებს პროკურატურაში კითხავენ

ლაგოდეხის რაიონის სოფლის რწმუნებულებს პროკურატურაში კითხავენ

თელავის საოლქო პროკურატურაში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ყველა რწმუნებულის დაკითხვა მიმდინარეობს. საქმე ეხება 2012 წლის სოფლის პროგრამით გამოყოფილი თანხების ხარჯვის მიზნობრიობას.

რადიო "ჰერეთის" ინფორმაციით, 2012 წელს ლაგოდეხის გამგეობას სოფლის პროგრამის ფარგლებში, ნაშთის სახით 70 ათას ლარამდე დარჩა აუთვისებელი, რომლითაც მიმდინარე წელს გამგეობამ ორი თვითმცლელი მანქანა შეიძინა.

2012 წლის სოფლის პროგრამით გამოყოფილი თანხების ხარჯვის მიზნობრიობის საკითხით, თელავის საოლქო პროკურატურა რამდენიმე კვირის წინ დაინტერესდა. ვრცელდება ინორმაცია, რომ აღნიშნულ საკითხზე დაიკითხა მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერი ალიბეგაშვილი, თუმცა თავად ალიბეგაშვილი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

იხილეთ ვრცლად

რადიო "ჰერეთი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ