საელჩო უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

საელჩო უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს საელჩო თავშეყრის ადგილებში გადაადგილებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს კონსულმა უკრაინაში, კონსტანტინე საბიაშვილმა განუცხადა, საელჩოს ცხელ ხაზზე საქართველოს მოქალაქეები რეკავენ, თუმცა მასიური პანიკა არ იგრძნობა. მისივე ინფორმაციით, მოვლენები პირდაპირ ეთერში გადაიცემა და საქართველოს მოქალაქეები ორგანიზებულები და ინფორმირებულები არიან.

"ჯერ საგანგებო მდომარეობა ოფიციალურად გამოცხადებული არ არის, მაგრამ სიტუაცია ძალიან რთული და უკონტროლოა. ყველას ვურჩევთ, რომ თავი შეიკავონ ქალაქის ცენტრალურ ადგილებში, არეულობების ეპიცენტრში გადაადგილებისაგან", - აღნიშნა კონსტანტინე საბიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, უკრაინაში საქართველოს საელჩო და საკონსულო კიევის ცენტრალურ რაიონში მდებარეობს, თუმცა ეს ტერიტორია შეტაკების ეპიცენტრი არ არის და თანამშრომლებს საფრთხე არ ემუქრებათ. როგორც საქართველოს კონსულმა აღნიშნა, დახურულია კანადის საელჩო, რომელიც მოვლენების ეპიცენტრთან ძალიან ახლოსაა.

"ვერიდებით ცენტრალურ რაიონში გადაადგილებას თუ არ არის აუცილებლობა", - დასძინა კონსტანტინე საბიაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა