საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დამატებით სიჩქარის მზომი რადარები დამონტაჟდება

 საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დამატებით სიჩქარის მზომი რადარები დამონტაჟდება

საგზაო უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დამატებით დამონტაჟდება სიჩქარის მზომი რადარები , - ამის შესახებ შს სამინისტროს 2014 წლის სტრატეგიაშია აღნიშნული.

სტრატეგიის პრეზენტაცია ამ წუთებში სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" მიმდინარეობს. დოკუმენტის მიხედვით, შესაბამისი უსაფრთხოების ზომების გატარების მიზნით მოხდება საავტომობილო გზების მაღალი რისკის მონაკვეთებზე ე. წ. "შავი წერტილების" დადგენა. ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სატვირთო და სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციების წესების დაცვაზე კონტროლს. ამასთან შსს მონაწილეობას მიიღებს საავტომობილო გზებზე საგზაო ნიშნების განთავსებასა და მონაკვეთების მონიშვნა-მარკირებაში.

ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ასევე შს სამინისტრო გაატარებს საინფორმაციო კამპანიას საგზაო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მხრივაც და განსაკუთრებით დიდი ყურადღება დაეთმობა საზოგადოების, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას საგზაო უსაფრთხოების საკითხებში.

სტრატეგიის პრეზენტაციას შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია