ქმრის ერ­თი სა­ა­თით და­ქი­რა­ვე­ბის სერ­ვი­სი და გა-შავ-ებუ­ლი "ფე­ის­ბუკ"-პოს­ტე­ბი

ქმრის ერ­თი სა­ა­თით და­ქი­რა­ვე­ბის სერ­ვი­სი და გა-შავ-ებუ­ლი "ფე­ის­ბუკ"-პოს­ტე­ბი

ის-ის იყო, სახ­ლის­კენ ავუხ­ვიე, რომ სა­დარ­ბა­ზოს­თან ავ­ტო­მო­ბი­ლი შევ­ნიშ­ნე უც­ნა­უ­რი წარ­წე­რით: "ქმა­რი ერ­თი სა­ა­თით". სა­ნამ გა­ვარ­კ­ვევ­დი, თუ რა­ში იყო საქ­მე, თავ­ში ათა­სი აზ­რი და­მიტ­რი­ალ­და. რა არ ვი­ფიქ­რე?! გავ­ბ­რაზ­დი კი­დე­ვაც ქარ­თ­ვე­ლე­ბის ასეთ სი­თა­მა­მე­სა და ამო­რა­ლუ­რო­ბა­ზე, რად­გა­ნაც ნა­ნა­ხი პირ­და­პი­რი გა­გე­ბით მი­ვი­ღე. მე­რე დიდ­ხანს ვიმ­ტ­ვ­რევ­დი თავს, ნე­ტავ, ვის უნ­და გა­მო­ე­ძა­ხე­ბი­ნა ჩვენს 4-ოჯა­ხი­ან (მათ შო­რის ერთ-ერ­თი ჩვენ ვართ) სა­დარ­ბა­ზო­ში ერ­თი სა­ა­თით მა­მა­კა­ცი-მეთ­ქი?.. გაუგებრობისგან "ფე­ის­ბუკ­მა" მიხ­ს­ნა. თურ­მე "ქმა­რი გა­მო­ძა­ხე­ბით" - სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფი­ლის ოს­ტა­ტე­ბით და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი შპს-ა, რომ­ლის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბიც გა­მო­ძა­ხე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­გი­კე­თე­ბენ ონ­კანს, გა­და­გა­წე­ვი­ნე­ბენ კა­რა­დას და და­გი­მონ­ტა­ჟე­ბენ ნა­თუ­რას.

ერ­თა­დერ­თი არ ვყო­ფილ­ვარ, ვინც წარ­წე­რა - "ქმა­რი გა­მო­ძა­ხე­ბით" პირ­და­პირ გა­ი­გო. მთე­ლი "ფე­ის­ბუ­კი" იმა­ზე ბჭობ­და, თუ ვინ გა­ბე­და ასე ღი­ად და მო­უ­რი­დებ­ლად სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის მომ­სა­ხუ­რე­ბის აფი­ში­რე­ბა!

რა­ტომ და­არ­ქ­ვით თქვენს სამ­სა­ხურს ასე­თი სა­ხელ­წო­დე­ბა? ასე ხომ მომ­ხ­მა­რე­ბელს კარ­გავთ, მით უმე­ტეს, თუ ოჯახ­ში მა­მა­კა­ცია? - ეკითხე­ბა კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელს, ბე­სო მჭედ­ლი­ძეს გა­ზეთ "ყვე­ლა სი­ახ­ლის" კო­რეს­პონ­დენ­ტი. დას­მულ კითხ­ვა­ზე ამ უკა­ნას­კ­ნელს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხი აქვს. ის სუ­ლაც არ წუხს იმა­ზე, რომ მი­სი ბიზ­ნე­სი არ­ც­თუ ისე კარ­გად ვი­თარ­დე­ბა. დღე­ში სულ რა­ღაც ორი-სა­მი გა­მო­ძა­ხე­ბა აქვთ. ზოგ­ჯერ ქალ­ბა­ტო­ნე­ბი მარ­თ­ლა სტრიპ­ტი­ზის მო­ცეკ­ვა­ვე მა­მა­კა­ცის გა­მო­სა­ძა­ხებ­ლად ურე­კა­ვენ ბა­ტონ ბე­სოს. ჰო­და, მა­ნაც ლა­მი­საა, და­ნიშ­ნუ­ლე­ბა შე­უც­ვა­ლოს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, თუმ­ცა სა­ნამ ეს მოხ­დე­ბა, ქა­ლაქ­ში ნახ­სე­ნე­ბი წარ­წე­რით 3 მან­ქა­ნა და­დის და გამ­ვ­ლელ-გა­მომ­ვ­ლე­ლიც სი­ცი­ლით კვდე­ბა.

ადა­მი­ან­თა უმეც­რე­ბა­სა და შეშ­ლი­ლო­ბას საზღ­ვა­რი არა აქ­ვ­სო, - ნათ­ქ­ვა­მია. ჰო­და, ამე­რი­კე­ლებ­მა გა­დაწყ­ვი­ტეს, რად­გა­ნაც ადა­მი და ევა სა­მოთხი­დან გა­მოგ­დე­ბამ­დე შიშ­ვ­ლე­ბი და­ი­ა­რე­ბოდ­ნენ, ამი­ტომ ახ­ლაც, სა­ეკ­ლე­სიო მსა­ხუ­რე­ბა­ზე დე­დი­შო­ბი­ლა გა­მოცხა­დე­ბაც მი­სა­ღე­ბიაო. ამ­გ­ვა­რად, ვირ­ჯი­ნი­ის შტატ­ში, კა­თო­ლი­კე მღვდელ­მა მრევლს ნე­ბა დარ­თო, ქა­და­გე­ბას შიშ­ვ­ლე­ბი დას­წ­რე­ბოდ­ნენ და თა­ვა­დაც შიშ­ვე­ლი წარ­დ­გა მათ წი­ნა­შე.

პას­ტორ­მა ალან პარ­კერ­მა The Daily Mail-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნაცხა­და, - ადა­მი­ა­ნე­ბი ზედ­მე­ტად დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ სა­მოსს, მე კი მათ მა­ტე­რი­ა­ლიზ­მის­კენ მის­წ­რა­ფე­ბის დაძ­ლე­ვა­სა და ჭეშ­მა­რიტ თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან ზი­ა­რე­ბა­ში ვეხ­მა­რე­ბიო. სა­ინ­ტე­რე­სოა, რას აკე­თებს ვა­ტი­კა­ნი, სა­ნამ პას­ტორ ალანს დე­დი­შო­ბი­ლა აღ­მ­სა­რე­ბელ­თა დი­დი რი­გი უდ­გას. ჰო­და, გა­გიკ­ვირ­დეს ამის შემ­დეგ, რო­მე­ლი­მე ჩვენ­მა თა­ნა­მე­მა­მუ­ლემ ბან­კ­ში ან სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მით რომ შე­ი­სე­ირ­ნოს.

კი­დევ ერთ ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბით. ჩემს კა­რის მე­ზო­ბელს შვი­ლე­ბი სკო­ლა­ში დი­ლა­ო­ბით პი­ჟა­მა­ზე მოც­მუ­ლი პალ­ტო­თი მიჰ­ყავს. რა აზ­რი აქვს ტან­ზე გა­მოც­ვ­ლას, თუ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ისევ უნ­და და­ვი­ძი­ნოო? - ფიქ­რობს თა­ვის­თ­ვის ჩე­მი მე­ზო­ბე­ლი და მო­მა­ვალ­ში ასე გა­მოწყო­ბი­ლი უფ­რო ფარ­თო არე­ალ­ზე გას­ვ­ლას გეგ­მავს.

აი, ეს პოს­ტი კი სა­მუ­და­მოდ ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლად მაქ­ცევს. თურ­მე შა­ვი ქათ­მე­ბიც არ­სე­ბო­ბენ. მარტო ბუმ­ბუ­ლით კი არა, არა­მედ - კა­ნი­ან, ხორ­ცი­ან, ძვლი­ა­ნად. რა თქმა უნ­და, ჩი­ნეთ­ში და მათ "ჩი­ნურ აბ­რე­შუ­მებს" ეძა­ხი­ან. ქვეყ­ნის ფარ­გ­ლებს მიღ­მა ისი­ნი დე­კო­რა­ტი­უ­ლი მიზ­ნე­ბის­თ­ვის გა­მოჰ­ყავთ, მაგ­რამ ჩი­ნეთ­ში მი­სი ხორ­ცი დე­ლი­კა­ტე­სად მი­იჩ­ნე­ვა და საკ­მა­ოდ დე­ფი­ცი­ტუ­რიც არის.

ეს სა­ხე­ო­ბა ცნო­ბი­ლი გამ­ყალ­ბებ­ლე­ბის მო­რი­გი ოინი არ გე­გო­ნოთ. ეს ჯი­ში მეშ­ვი­დე სა­უ­კუ­ნი­დან მო­დის და ით­ვ­ლე­ბა, რომ მი­სი ჭა­მა ადა­მი­ანს ჯან-ღო­ნით ავ­სებს და დღეგ­რ­ძელს ხდის. მა­გა­ლი­თად, ჩი­ნე­ლი ქა­ლი შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი­დან, მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ ძა­ლე­ბის აღ­სად­გე­ნად "აბ­რე­შუ­მას" ხორცს მი­ირ­თ­მევს. ამ ხორ­ცის­გან უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, წვნი­ანს ამ­ზა­დე­ბენ და არას­დ­როს წვა­ვენ. 2011 წელს გე­ნე­ტი­კო­სებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ამ ქათ­მე­ბის უც­ნა­უ­რი შე­ფე­რი­ლო­ბა გე­ნის - ენ­დო­ტე­ლინ 3-ის მუ­ტა­ცი­ით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, რო­მე­ლიც იმ უჯ­რე­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზეა პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი, რომ­ლე­ბიც შე­ფე­რი­ლო­ბის პიგ­მენ­ტებს წარ­მოქ­მ­ნის; ჰო­და, ამ პიგ­მენ­ტის ჭარ­ბ­მა რა­ო­დე­ნო­ბამ გა­მო­იწ­ვია ქათ­მის არა მხო­ლოდ კა­ნი­სა და ხორ­ცის, არა­მედ ძვლი­სა და ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბის გა­შა­ვე­ბაც.

კვი­რის გა-შავ-ებუ­ლი პოს­ტე­ბის სე­რი­ას ჭეშ­მა­რი­ტად შა­ვი შე­ფე­რი­ლო­ბის ვარ­დი ამ­შ­ვე­ნებს. ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, თავ­და­პირ­ვე­ლად ყვე­ლა ვარ­დი თეთ­რი ფე­რის იყო, მაგ­რამ ერ­თხელ ოლიმ­პოს მთა­ზე ზევ­ს­მა დი­დი წვე­უ­ლე­ბა გა­მარ­თა და კუ­პი­დო­ნი ნექ­ტა­რის მო­სა­ტა­ნად გაგ­ზავ­ნა. უკან დაბ­რუ­ნე­ბულ კუ­პი­დონს გზად სიჩ­ქა­რე­ში, ნექ­ტ­რი­ა­ნი ჭურ­ჭე­ლი ხე­ლი­დან გა­უ­ვარ­და და ვარ­დე­ბის ბაღ­ში ჩა­უ­ვარ­და, სა­დაც ღვთა­ებ­რი­ვად თეთ­რი ვარ­დე­ბი ხა­რობ­დ­ნენ. ჯა­დოს­ნუ­რი სითხე მათ კვირ­ტებს შე­ე­ხო და წით­ლად შებღა­ლა მა­თი უბი­წო­ე­ბა.

შა­ვი ვარ­დე­ბის ხილ­ვა კი მხო­ლოდ პა­ტა­რა თურ­ქულ ქა­ლაქ - ხალ­ფეტ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. ისი­ნი მხო­ლოდ ზაფხულ­ში იშ­ლე­ბი­ან და თა­ვი­ანთ უნი­კა­ლურ შე­ფე­რი­ლო­ბას მშობ­ლი­უ­რი მი­წის უნი­კა­ლუ­რო­ბას უნ­და უმად­ლოდ­ნენ. ადგილობრივები სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რად არი­ან გან­წყო­ბი­ლი მათ მი­მართ. ერ­თ­ნი მათ ვნე­ბის სიმ­ბო­ლოდ თვლი­ან, მე­ო­რე­ნი - სიკ­ვ­დი­ლი­სა და მწუ­ხა­რე­ბი­სა. სამ­წუ­ხა­როდ, ვარ­დის ეს სა­ხე­ო­ბა გა­და­შე­ნე­ბის ზღვარ­ზეა, რად­გა­ნაც 90-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ქა­ლა­ქი­დან მო­სახ­ლე­ო­ბის მკვეთ­რი გა­დი­ნე­ბა აღი­ნიშ­ნე­ბა მდი­ნა­რე ევ­ფ­რა­ტის ადი­დე­ბის გა­მო.

დიდ­ხანს იმ­ტ­ვ­რევ­დ­ნენ თავს "ფე­ის­ბუ­კე­ლე­ბი", თუ რას ნიშ­ნავ­და - და­კი­დე­ბუ­ლი ყა­ვა? ეს აბ­რა თბი­ლი­სის ერთ-ერ­თი კა­ფეს წინ გაჩ­ნ­და და უმალ და­ი­პოს­ტა "ფე­ის­ბუკ­ში". ვი­ღა­ცამ, - ჭერ­ზე და­კი­დე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მო­ხარ­შუ­ლიო, ვი­ღა­ცამ - მი­ჯირ­ყ­­ნი­ლიო, მე კი­დევ, უამ­რა­ვი პოს­ტი და­ვათ­ვა­ლი­ე­რე ამ თე­მა­ზე და, რო­გორც იქ­ნა, და­კი­დე­ბუ­ლი ყა­ვის ზუს­ტი შე­სატყ­ვი­სი ვი­პო­ვე. მაშ, ასე, არ გა­გიკ­ვირ­დეთ, თუ თქვენც ჩე­მებრ სად­მე ასეთ აბ­რას გა­და­ეყ­რე­ბით. და­კი­დე­ბუ­ლი ყა­ვა არის - ასე­ვე და­სავ­ლეთ­ში გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ტრა­დი­ცია, რო­დე­საც კა­ფე­ში შე­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი ზედ­მე­ტად ერ­თი ფინ­ჯა­ნი ყა­ვის ფულს იხ­დის, რო­მელ­საც მე­რე უპო­ვართ ას­მე­ვენ (ეს, რა თქმა უნ­და, - ევ­რო­პა­ში, თო­რემ ჩვენ­ში უპოვ­რე­ბის­თ­ვის ყა­ვის და­ლე­ვა - ნუ­რას უკაც­რა­ვად: მათ კა­ფეს წი­ნაც არ აჭა­ჭა­ნე­ბენ...).

მო­მა­ვალ Facebook მო­ნი­ტო­რამ­დე

ქე­თი ნი­კო­ლა­ვა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია