რატომ ჩამოიხრჩო თავი ბელგიაში 27 წლის ქართველმა ბიჭმა

რატომ ჩამოიხრჩო თავი  ბელგიაში 27 წლის ქართველმა ბიჭმა

27 წლის ქუთაისელმა მამაკაცმა, მირზა გოლეთიანმა ბელგიაში თავი ჩამოიხრჩო. იგი ერთ-ერთია იმ ქართველებს შორის, რომელებმაც საარსებო გროშების მოპოვებას განგებისაგან ერთადერთხელ ნაჩუქარი სიცოცხლე შესწირეს, ან სულიერად განუკურნებელი ტრამვა მიიღეს. "კვირის პალიტრა" გარდაცვლილის ძმის ცოლს, ნათია გოლეთიანს ესაუბრა.

მირზას ძმის ცოლი, ნათია გოლეთიანი:

- ჩემი მაზლის შესახებ ინტერვიუზე მხოლოდ იმიტომ გთანხმდებით, რომ სხვა ახალგაზრდები მაინც დაფიქრდნენ, სად და რატომ მიდიან. ისეთ საშინელებად, რაც ჩენს ოჯახს დაემართა, არაფერი ღირს. საცოდავი ჩემი მაზლი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, მის სახელზე აღარავინ დარჩა. ცოლის შერთვაზე ველაპარაკებოდით, მაგრამ არ გაგვიგონა, - რომ შევირთო, ჩემს შვილებს ყველაფერი რატომ უნდა ენატრებოდეთო? ჩემს ქმარზე უბედური კაცი არ მეგულება, - 33 წლის კაცი თავადაც ასეა წასული უცხო ქვეყანაში შვილების სარჩენად, ჩვენი ნახვა აღარ ეღირსა, ახლა კი ერთადერთი ძმაც მოუკვდა. ამაზე უარესი რა უნდა იყოს, - ასეთ დროს ჭირისუფალი მარტო რანაირად შეიძლება, ჩემს ქმარს კი უცხო ქვეყანაში, ბელგიაში მიცვალებული ძმა მარტო გაუხდა საპატრონო, მარტომ ჩამოასვენა, ჭკუაზე აღარ არის კაცი!

- ძმები ერთად ცხოვრობდნენ ბელგიაში?

- არა, ასეთი კომფორტი არ გვქონდა. მირზას წელიწადი და 3 თვე გაუხდა, რაც წასულია. უბედურს უნდოდა სადმე ფეხი მოეკიდებინა და სამუშაო ეშოვნა. მაგრამ ვერსად ვერაფერი იშოვა და ქვეყნიდან ქვეყანაში დახეტიალობდა... ხან გერმანიაში იყო, ხან იტალიაში... ხან, - ალბათ სხვაგანაც, მაგრამ ჩვენ არ გვეუბნებოდა. საერთოდ მშობლებს უფრთხილდებოდა, ეცოდებოდა და პრობლემებზე არ ელაპარაკებოდა. როცა დარეკავდა, ამბობდა, ნუ გეშინიათ, კარგ სამუშაოს შემპირდნენ და მალე დავიწყებო... ჩემი დარდი არ გქონდეთო, ხან კიდევ, - აქ სწავლა აუცილებლად უნდა გავაგრძელოო. - საწყალი თეატრალურ ფაკულტეტზე სწავლობდა, სწავლა მუშაობისთვის შეწყვიტა. ეტყობა, გულში დარდად ჰქონდა ეს ამბავი ჩარჩენილი.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია