უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და უკრაინის ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენებას რამდენიმე ათეული ადამიანი თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აპროტესტებს.
აქციაში მონაწილეთა შორის რამდენიმე ეთნიკური უკრაინელია. პარლამენტის შენობის წინ შეკრებილები მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინელ დემონსტანტებს. მათი განცხადებით, ისინი სოლიდარულები არიან იმ იდეისა და მოწოდებებისა, რისთვისაც კიევში დემონსტრანტები იღუპებიან.
პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეებს დამონტაჟებული აქვთ მონიტორი, საიდანაც თვალყურს ადევნებენ ევრომაიდანზე მიმდინარე პროცესს.
აქცია პარლამენტის შენობასთან სოციალური ქსელით დაიგეგმა.
პარალელურად, უკრაინისადმი სოლიდარობის აქცია საქართველოში უკრაინის საელჩოსთან მედიის წარმომადგენლებმა გამართეს.