მომღერლებიდან თავდაცვის სამინისტროში მხოლოდ ნატო გელაშვილი რჩება

მომღერლებიდან თავდაცვის სამინისტროში მხოლოდ ნატო გელაშვილი რჩება

თავდაცვის სამინისტროში 2010-2011 წლებში დასაქმებული სამი ხელოვანიდან, უწყების თანამშრომლად მხოლოდ მომღერალი ნატო გელაშვილი რჩება. მომღერალი გიო ხუციშვილი და მსახიობი ბესო ვერულაშვილი სამინისტროში აღარ მუშაობენ.

"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებუი დოკუმენტის მიხედვით, გელაშვილი სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრს ხელმძღვანელობს, თუმცა კონკრეტულად რა ფუნქციას ასრულებს, გაურკვეველია. მომღერლის ხელფასი 2013 წლის იანვარში 1340 ლარს შეადგენდა, ხოლო სახელფასო დანამატის სახით 67 ლარს იღებდა. მომდევნო თვეებში გელაშვილის ხელფასი 1608 ლარი გახდა, 80 ლარამდე გაიზარდა მისი სახელფასო დანამატი. რამდენიმე თვის განმავლობაში ნატო გელაშვილმა ხელფასთან ერთად დანამატის სახით 160 ლარიც აიღო.

თავდაცვის სამინისტრო გელაშვილის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებაზე უარს ამბობს.

"საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში - სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა პერსონალური მონაცემების გარდა. ასევე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, "ა" ქვეპუნქტის თანახმად, პერსონალური მონაცემების დამუშავება დასაშვებია, თუ არსებობს პერსონალური მონაცემების სუბიექტის თანხმობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან თქვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავს სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს და არ არის წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების სუბიექტის თანხმობა, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, პასუხი გავცეთ თქვენ შეკითხვას ნატო გელაშვილის თანამდებობისა და მისი ფუნქცია-მოვალეობების შესახებ", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს "გურია ნიუსისთვის" მიწერილ პასუხში.

აღსანიშნავია, რომ ნატო გელაშვილის ქონებრივი დეკლარაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზეც არ იძებნება.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია