უკრაინაში ხელისუფლებამ გამოიყენა ძალა თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ, გადავიდა იმ ზღვარს, რომლის გადასვლაც დაუშვებელია ნებისმიერი ხელისუფალისთვის , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში პროტესტი დაიწყო იმიტომ, რომ ხელისუფლებამ შეაჩერა ასოცირების ხელმოწერა ევროკავშირთან.
"სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ უკრაინის ხელისუფლებას გაეღრმავებინა პოლიტიკური დიალოგი, მოხდა ძალადობის გამოყენება. უკრაინის ხელისუფლებას უნდა ეხმარა ყველა ღონე იმისთვის, რომ საზოგადოება გაეერთიანებინა და არ დაეპირისპირებინა ერთმანეთთან",- განაცხადა მარგველაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მან გუშინაც მოუწოდა ვიქტორ იანუკოვჩს, რომ მას ჯერ კიდევ აქვს გადამწყვეტი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა იმისთვის, რომ დაიცვას მთავარი, რაც უნდა დაიცვას ხელისუფლებამ- ინდივიდუალური ადამინის სიცოცხლე და ამავე დროს ქვეყნის ერთიანობა და მთლიანობა.