"დათოს წლინახევრის ბიჭი დარჩა, ლაშა-გიორგი" - რაზე დარდობდა ევრომაიდანზე დაღუპული 33 წლის ქართველი

"დათოს წლინახევრის ბიჭი დარჩა, ლაშა-გიორგი" - რაზე დარდობდა ევრომაიდანზე დაღუპული 33 წლის ქართველი

კიევში კიდევ ერთი ქართველი ახალგაზრდა დაიღუპა. 33 წლის დავით ყიფიანი ერთი წლის განმავლობაში კიევში ცხოვრობდა და მუშაობდა. ის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო, ბოლო დღეების განმავლობაში კი კიევში, არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალ ზონას" შეუერთდა და საპროტესტო გამოსვლებში აქტიურად მონაწილეობდა...

გიორგი კუტალაძე, დავით ყიფიანის ნათესავი:

- დათო ბოლო ერთი წელი კიევში ცხოვრობდა. აქ, საქართველოში წლინახევრის ბიჭი დატოვა, ლაშა-გიორგი... ამ ხნის განმავლობაში ოჯახს უკრაინიდან, ტელეფონითა და ინტერნეტის საშუალებით ეკონტაქტებოდა.

- უკრაინაში წასვლამდე სად მუშაობდა?

- დათო "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო და კონცერტების ორგანიზებაში მონაწილეობდა. სცენაზე ტექნიკურ საკითხებს აგვარებდა... ხელისუფლების შეცვლის მერე, უმუშევარი დარჩა და უკრაინაში წავიდა, მეუღლეს უთხრა, რამე საქმეს ვიპოვი და საჭმლის ფულს მაინც გამოგიგზავნითო...

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია