თბილისში რამდენიმე ქუჩას ახალი სახელი მიენიჭა

თბილისში რამდენიმე ქუჩას ახალი სახელი მიენიჭა

დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა რამდენიმე უსახელო ქუჩისთვის ახალი სახელების მინიჭების თაობაზე იმსჯელეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის საკრებულოდან აცნობეს, საკითხი განსახილველად საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნათელა მაჭავარიანმა გამოიტანა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხებს უყარეს კენჭი: ქ. თბილისში მთაწმინდის რაიონში ლერმონტოვის ქუჩის მონაკვეთს გიგა ლორთქიფანიძის სახელის მინიჭება; ქ. თბილისში მთაწმინდის რაიონში ელბაქიძის აღმართზე არსებული სკვერისთვის გიგა ლორთქიფანიძის სახელის მინიჭება; ქ. თბილისში ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლებაში მე-3 მ/რ 1 კვარტალსა და ვაზისუბნის დასახლება მე-3 მ/რ მე-2 კვარტალს შორის არსებული უსახელო სპორტული მოედნისათვის გიორგი ნანუაშვილის სახელის მინიჭება; ქ.თბილისში სამგორის რაიონში ნაკადულის ქუჩის მიმდებარედ არსებული უსახელო ქუჩისათვის და მასთან მდებარე შესახვევისათვის ვალოდია გოგუაძის სახელის მინიჭება; ქ.თბილისში საბურთალოს რაიონში, ე.წ დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის დასახლებაში უსახელო ქუჩებისათვის სახელის მინიჭება, ქ.თბილისში საბურთალოს რაიონში სოფელ დიღომში მდებარე გულანშარის ქუჩისათვის ერედვის სახელის მინიჭების შესახებ (ცვლილება), ქ.თბილისში მთაწმინდის რაიონში, ჯამბულის ქუჩისათვის ლადო ალექსი-მესხიშვილის სახელის მინიჭების შესახებ, ქ.თბილისში ნაძალადევის რაიონში, ლადო ალექსი-მესხიშვილის ქუჩისათვის ვასილ თამარაშვილის სახელის მინიჭების შესახებ., ქ.თბილისში ნაძალადევის რაიონში ავშნის ქუჩასთან მდებარე შესახვევისათვის ავშნის IV შესახვევის სახელის მინიჭება, ქ.თბილისში ნაძალადევის რაიონში გარეჯის მე-2 შესახვევისათვის ახალმოწამეთა სახელის მინიჭების შესახებ, ქ.თბილისში ნაძალადევის რაიონში ე.წ ხეხილსანერგე მეურნეობის დასახლებაში არსებული უსახელო ქუჩებისათვის სახელის მინიჭების შესახებ, ქ.თბილისში კრწანისის რაიონში კრწანისის ქუჩის მონაკვეთისთვის და უსახელო შესახვევისათვის მეფე სოლომონ II –ის ქუჩის სახელის მინიჭება, ქ.თბილისში კრწანისის რაიონში ზემო ფონიჭალაში არსებული უსახელო სკვერისათვის "ვეტერანთა სკვერის სახელის მინიჭება"ქ.თბილისში საბურთალოს რაიონში ვასო გოძიაშვილის ქუჩასთან არსებული ორი შესახვევისათვის, ერთი გასასვლელისათვის და ორი ჩიხისათვის ვასო გოძიაშვილის სახელის მინიჭება. ქ.თბილისში დიდუბის რაიონში გიორგი ტერევენკოს ქუჩასთან არსებული ორი ჩიხისათვის და ერთი შესახვევისათვის გიორგი ტერევენკოს სახელის მინიჭება, ქ.თბილისში საბურთალოს რაიონში ვალენტი თოფურიძის ქუჩასთან არსებული ოთხი შესახვევისატვის და ორი გასასვლელისათვის ვალენტი თოფურიძის სახელის მინიჭება, ქ.თბილისში დიდუბის რაიონში აკაკი ბელიაშვილის ქუჩასთან არსებული ჩიხისათვის აკაკი ბელიაშვილის სახელის მინიჭება, ქ.თბილისში სამგორის რაიონში მეფრინველეთა და ჭირნახულის ქუჩასთან არსებული უსახელო ქუჩისათვის და მასთან არსებული ექვსი შესახვევისათვის ევგენი აფხაზავას სახელის მინიჭება, ქ.თბილისში სამგორის რაიონში მეფრინველეთა ქუჩის გაგრძელებას და მასთან არსებული სამი შესახვევისათვის მეფრინველეთა სახელის მინიჭება, ქ.თბილისში დიდუბის რაიონში ნოდარ ბოხუას ქუჩასთან არსებული შესახვევისათვის და გასასვლელისათვის ნოდარ ბოხუას სახელის მინიჭება, ქ.თბილისში საბურთალოს რაიონში უსახელო ქუჩისათვის ქოშიგორას სახელის მინიჭება, ქ.თბილისში საბურთალოს რაიონში უსახელო ქუჩისათვის კელასურის სახელის მინიჭება, ქ.თბილისში, გლდანის რაიონში, მიხეილ ხერგიანის ქუჩასთანარსებული უსახელო ქუჩისთვის და მასთან მდებარე შესახვევისთვის ველის სახელის მინიჭების შესახებ, ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, უდაბნოს მონასტრის ქუჩასთან მდებარე I,II და III უსახელო შესახვევებისთვის უდაბნოს მონასტრის სახელის მინიჭების შესახებ.

საკრებულოს ინფორმაციით, დეპუტატების თანხმობით, სხდომაზე ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხი დადებითად გადაწყდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია