საქართველო მზად არის უკრაინას სამედიცინო-ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს

საქართველო მზად არის უკრაინას სამედიცინო-ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს

საქართველო მზად არის უკრაინას სამედიცინო-ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. სერგეენკომ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრს დახმარება შესთავაზა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს იმ მიმართულებით, სადაც ქვეყანას კრიზისი აქვს.

"მან მადლობა გამოთქვა მხარდაჭერისთვის და შევთანხმდით სამოქმედო გეგმაზე. მისი ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით რაიმე კრიზისული მიმართულება მედიკამენტების ან ადამიანური რესურსების მხრივ არ იკვეთება. მიუხედავად მიმდინარე პროცესებისა, მან გამოთქვა იმედი, რომ დღეიდან მოხდება სიტუაციის დეესკალაცია, რადგან უკვე გადაწყვეტილებაა მიღებული ვადამდელ არჩევნებზე. ჩვენ შევთანხმდით, რომ ჰუმანიტარულ-სამედიცინო დახმარება იყოს უფრო ორგანიზებული და მათაც გამოკვეთონ კრიზისული წერტილები", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თქმით, იგი მოადგილესთან ერთად უკვე შეხვდა ექიმთა ჯგუფს და დახმარებისთვის ნებისმიერ მომენტში, როდესაც უკრაინა ამის საჭიროებას გამოთქვამს, ქართული მხარე მზად არის. "როდესაც დაზუსტდება ის მიმართულება, სადაც უკრაინა დახმარებას საჭიროებს, ჩვენ მყისიერად მზად ვართ ამისთვის, მათ შორის პაციენტების ტრანსპორტირების, მედიკამენტებისა თუ ადამიანური რესურსის მხრივ. თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ სიტუაციის დეესკალაცია მალე მოხდება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრის შეფასებით, რაც უკრაინაში ხდება, ნებისმიერი ლოგიკით მიუღებელია. ამასთან, დავით სერგეენკომ უკრაინაში შეტაკებების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა