მოქალაქეები აცხადებდნენ, ის, რაც ხდებოდა, სირცხვილია - დაპირისპირება სამთავროს დედათა მონასტერთან

 მოქალაქეები აცხადებდნენ, ის, რაც ხდებოდა, სირცხვილია - დაპირისპირება სამთავროს დედათა მონასტერთან

სამთავროს დედათა მონასტერთან სასულიერო პირები და მოქალაქეები წუხელ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მრევლი სასულიერო პირებს მონასტერში შეშვებას სთხოვდა, სასულიერო პირები კი აცხადებდნენ, რომ ეკლესიაში შესვლა არ შეიძლებოდა. მოქალაქეების თქმით, ეკლესიაში უშვებენ მხოლოდ მათ, ვისაც აქვს საშვი, საშვს კი ისინი მხოლოდ ნაცნობებს აძლევენ. ამის შემდეგ მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება მრევლსა და სასულიერო პირს შორის.

როგორც მოქალაქეები აცხადებდნენ, ის, რაც ხდებოდა, სირცხვილია და დღეს უარესი მოხდებოდა, როდესაც მონასტერთან ათასობით ადამიანი მივა.

მონასტრის მიმდებარე ტერიტორია სპეციალური ჯებირებით იყო შემოსაზღვრული და მოქალაქეებს მონასტერთან მიახლოების საშუალება არ ეძლეოდათ.

რაც შეეხება საფლავის გახსნას, როგორც "ინტერპრესნიუსს" მონასტრიდან გამოსვლის შემდეგ ერთ-ერთმა სასულიერო პირმა განუცხადა, მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები ჯერ ისევ არ ამოუსვენებიათ საფლავიდან და საფლავზე სამუშაოები ჯერ კიდევ ბევრია.

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები უკვე გადაასვენეს მონასტერში, დედათა მონასტრის მონაზვნებმა არ დაადასტურეს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია